ექსპერტი დავით ქართველიშვილი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით წერს – პუტინის დღევანდელი განცხადების გაქართულებული ვარიანტი ვინმემ გააშუქა?
“სასწაული შერჩევითობა გვაქვს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისადმი. ერთი კვირა გადის “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამარყანდის სამიტის დასრულებიდან, რომელმაც უამრავ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ბიძგებს მისცა დასაბამი, რომელმაც ასე გაათამამა გინდ რუსეთი, გინდ ჩინეთი თუ თურქეთი. არ გვაინტერესებს? არ გვეხება? რომელიმე არხზე რაიმე კვალიფიციური ანალიტიკური მიმოხილვა ამ თემაზე ხომ არ გამომეპარა?
უკრაინულ არხზე თუ ვაშაძე “ჯუნიორის” რუსულ ენაზე პოლიტიკურ ბოდვას “ცოდვად” არ ვთვლით, მესამე მსოფლიო ომის პოტენციური “ტრიგერის” – პუტინის დღევანდელი განცხადების გაქართულებული ვარიანტი ვინმემ გააშუქა? ჩვენ არ გვეხება თუ “ხუილოა” და რაღაზე ვუსმინოთ? დღეს რა არის საინფორმაციო ტრენდში? მელიამ და ნაყოფიამ რაო? სასწაული სოციუმი ვართ…”
კომენტარები