• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება

ალია ავტორი - ალია
14:12 05-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 6.1%-დან 7.4%-მდე ზრდის.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, მათ შორის, მარტში – 10.7%. თებერვლის მსგავსად, მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებაც მოსალოდნელზე მაღალია.

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციიდან ორი თვის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ნეგატიური ეფექტი მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა მხრივ შედარებით შეზღუდული მასშტაბისაა. საპირისპირო მიმართულებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია სასაქონლო პროდუქტების ექსპორტი, რაც, მათ შორის, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდას უკავშირდება. სავარაუდოა, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს, ვინაიდან უნაღდო დანახარჯების უახლესი ინდიკატორებით მნიშვნელოვანი აჩქარება არ ვლინდება. თიბისი კაპიტალი მიმდინარე ტენდენციების ფონზე ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზე მარტის პუბლიკაციაში მიუთითებდა, თუმცა ფაქტობრივი შემოდინებები მოსალოდნელზე მაღალია.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკა გარკვეულწილად სტრუქტურული მდგრადობით ხასიათდება, რაც უფრო შესამჩნევია, მაგალითად, უზბეკეთის შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ მგრძნობიარე არ არის, არამედ გულისხმობს საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, რომლებიც ბევრ – თუმცა არა ყველა – სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.

კერძოდ, გლობალურად ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ, მართალია, საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია, თუმცა ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს, რაც ამ კუთხით მოწყვლადობას დიდწილად აბალანსებს. გარდა ამისა, გასული წლის ნოემბრიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის რე-ექსპორტი, რომელიც მარტის მდგომარეობით მთლიანი ექსპორტის 16.5%-ს შეადგენდა, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დროებითი ფაქტორია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისტორიულად ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურობა. ამ მხრივ, მარტში, ექსპორტის ფასების ინდექსი თვიურად 3%-ით გაიზარდა, რაც ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე – ნავთობზე, ოქროზე, სპილენძზე, ფერო-შენადნობებსა და სასუქებზე – ფასების გლობალურ ზრდას უკავშირდება. ამან სრულად დააკომპენსირა ნავთობის გაძვირების ფონზე იმპორტის ფასების 2.9%-იანი ზრდა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, საქართველოს შემთხვევაში, აშშ დოლარში გამოხატული სავაჭრო ბალანსის მაინც გაუარესებაზე მიუთითებს, რადგან იმპორტის მოცულობა ექსპორტისას მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა, როგორც მონაცემებიდან ვლინდება, გაზრდილია ექსპორტის მოცულობაც, რის შედეგადაც პირველ კვარტალში სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან შეფარდება, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.

საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტში ტურიზმიდან დანაკლისი, კონფლიქტის გარეშე ალტერნატიულ სცენართან შედარებით, დაახლოებით 75 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. საპირისპიროდ, ექსპორტის ზრდა, თებერვალთან შედარებით, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარითაა აჩქარებული. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნებაა სავარაუდო აპრილშიც, რისი მონაცემებიც მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ფასების ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარი რჩება, რაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ნორმალიზებასაც გამოიწვევს, თუმცა ამ სცენარში პარალელურად მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენაც.

ჯამურად, პროგნოზზე მოქმედი სამი ძირითადი ფაქტორი – უკრაინაში ომის მოკლე ვადაში დასრულების შემცირებული ალბათობა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა, და საქსტატის ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალი შეფასებები – უცვლელი რჩება, თუმცა ამ ფაქტორების ერთობლიობის ზეგავლენა მეტია.

ზრდის მიმართულებით იცვლება ინფლაციის პროგნოზიც, წლის ბოლოს მდგომარეობით 5.6%-დან 6%-მდე, რაც ძირითადად ორ ფაქტორს უკავშირდება: ა) აპრილის 5.9%-იანი ინფლაცია ჩვენს პროგნოზზე მცირედით მაღალია და ბ) ნავთობის ფასები, აპრილის შუაში მოდერაციის შემდეგ, კვლავ მომატებულია.

აღსანიშნავია, რომ აპრილში სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა ინფლაციამ 21% შეადგინა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს, პირველ რიგში, ელექტროენერგიის ტარიფისა და საწვავის (ბენზინი, დიზელი) ფასების ზრდას უკავშირდება. ჯამურად ამ ფაქტორებმა წლიურ ინფლაციაში 1.4 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეიტანა. საპირისპიროდ, საბაზო ეფექტების ამოწურვასთან ერთად, მცირდება პურის ფასის კონტრიბუცია და, აპრილის მდგომაროებით, 0.5 პპ-ს შეადგენს, მაშინ როცა თებერვალში 0.9 პპ-ს აღწევდა.

თიბისი კაპიტალის მოლოდინით, სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს. რაც შეეხება ლარს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, საბაზო სცენარით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007502-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved