• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთიდან ჩამოსული ერთი პაციენტი ინფექციურიდან გაწერეს, მეორეს აკვირდებიან

ალია ავტორი - ალია
12:25 02-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქედან ერთ-ერთი უკვე გაწერეს. ექიმის თქმით, 26 წლის ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის განცხადებით, მისი გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„გუშინ ჩვენს ცენტრში მოთავსდა ორი პაციენტი. 26 წლის ქალთან, რომელიც ბურჯიანის პროვინციიდან ჩამოვიდა, უკვე დამთავრდა კვლევები. ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა ტესტი ახალ კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს ტოვებს კლინიკას.

მეორე პაციენტი იანჭოდან არის ჩამოსული, 19 წლის მამაკაცია. ეს პაციენტიც იქ გახდა ცუდად და იქვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და იქვე, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი პასუხი. აქ ჩამოვიდა 9 თებერვალს და აეროპორტში ერთჯერადად დაუფიქსირდა ცხელება, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გაიშვა ბინაზე დაკვირვების ქვეშ.

მეორე დღიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში 37,3 ჰქონდა ტემპერატურა და ამის გამო, გუშინ მოთავსდა ჩვენს ცენტრში. წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. დღეს დილას ავიღეთ მასთანაც ტესტი ახალ კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევრისთვის პასუხი გვეცოდინება. ამ შემთხვევაშიც ვიმედოვნებთ, რომ პასუხი ნეგატიური იქნება. ამჟამად ტემპერატურა არ აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved