პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, გიორგი ვაშაძეზე:
“მე აღვიქვამ, რომ ჩემთან ურთიერთობაში მაგრად შეეშალა და ჩემთან ურთიერთობას არაუშავს, უპირველესად თავის ამომრჩეველთან შეეშალა, იმის გათვალისწინებით რაც ბევრჯერ მოგვისმენია მისგან, რომ ციფრული ტექნოლოგიებით უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომ სასამართლო კლანი უნდა შეცვალოთ. მე გიორგისთვის სხვა მომავალი მემეტებოდა. მისი თვისებები, ის რომ ნიჭიერია, გუშინ ხომ არ შეიცვლებოდა? მაგრამ ჩემთვის გუშინდელი სურათი, მისი დგომა ალეკო ელისაშვილის გვერდით, რომელმაც ობიექტურად დასცინა ყველა იქ მდგომას…
ეს რომ იყოს ის შემთხვევა, ვიცოდე, საქართელოს წაადგება მანდატი, კიდევ კი. მე იმიტომ არ ვუტოვებ ამ მანდანტს რომ ამ ცრუ პროცესში არ მინდა ჩემი მანდატი იყოს გამოყენებული.”
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე, შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
კომენტარები