• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი სუფთა შარდი გამოიყენა სხვამ” – მერაბ შარიქიძე დისკვალიფიკაციაზე

ალია ავტორი - ალია
19:11 11-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,434

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ Setanta Sports Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში 1.5 წლის შემდეგ პირველად დოპინგ სკანდალის გამო სარაგბო კარიერის იძულებით დასრულების შესახებ ისაუბრა და თქვა:

“ფიჯის თამაშისთვის ვემზადებოდით 2024 წლის ზაფხულში, მოედანზე გავდიოდით, როცა უცებ მენეჯერი მეუბნება, რომ გიბარებენ კავშირის წარმომადგენლებიო. რაღაც ამბავი არისო. ვიფიქრე, რა ამბავი უნდა იყოს, როცა ვარჯიშზე გავდივარ და მიბარებენ.

მითხრეს, დოპინგზე დისკვალიფიკაცია მოგცესო. გამეცინა, მეთქი-შანსი არაა, არ არსებობს, რაღაც შეცდომაა. ცხოვრებაში დოპინგი კი არა, ჩილიმიც არ მომიწევია. მეთქი-რაღაც შეცდომაა და არაო, შარდის გაცვლაზეო. იმ მომენტში კიდევ არ ვიცოდი, როგორ შეიძლება წასულიყო ამბავი. მითხრეს, რომ ამ მომენტში უკვე დისკვალიფიცირებული ვიყავი და უნდა წახვიდეო. 

ვიღაცამ ჩემი შარდი გამოიყენა, არ მიმაჩნდა, რომ ეს ასეთ ძალიან მძიმე დანაშაულად შეიძლებოდა აღქმულიყო, თან მე ხომ არ გამომიყენებია სხვისი შარდი. ჩემი სუფთა ნიმუში გამოიყენა სხვამ და ამის გამო რამხელაზე უნდა დავისაჯო, ვფიქრობდი. წამოვედი 17 ივნისს და ისე გავიდა წელიწადი და შვიდი თვე, რომ ერთხელაც არ გამივლია იქ.

ჩემი ნიმუში იქნა გამოყენებული სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად. ერთ-ერთმა ადამიანმა მთხოვა, რომელიც ჩემთვის სანდო ადამიანი იყო. ბედის ირონიაა და სასაცილოა ცალკე, რომ თურმე საერთოდ არ სჭირდებოდათ, თუმცა ამას როგორ დაამტკიცებ. თავისი ნიმუში რომ ჩაებარებინათ, დისკვალიფიკაცია არ ექნებოდათ.

არავის არაფერი გაუჩალიჩებია, არც დაბალ დონეზე, არც მაღალზე, არცერთ დონეზე. რაგბის კავშირს შემხებლობა ამ თემასთან საერთოდ არ ჰქონია. ეს დოპინგის სააგენტო, რომელიც არის ქვეკონტრაქტორი დიდი უცხოური სააგენტოსი, მათი ვალდებულება იყო, რომ პროცედურა გამართული ყოფილიყო. გულშემატკივარს კითხვა თუ გაუჩნდება, მწვრთნელი, კავშირი რას აკეთებდა – არავინ შუაში არ არის. ამ თემაში ვინც ფიგურირებდა, ამ წრის იქით არ გადის. ვინც დამნაშავეები ვართ, ჩემი ჩათვლით, ამის იქით არავინ აღარ არის. ამ წრიდან მთხოვა ერთმა ადამიანმა მე, ის ადამიანიც, როგორც მე დასაჯეს, და მასაც ერთი წამით დაშვება არ ჰქონდა, რომ შეიძლებოდა ეს პრობლემა ყოფილიყო.

წაყენებული მაქვს 6-წლიანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ მეეჭვება რამე შეიცვალოს”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved