პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია.
„ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო. სამწუხაროდ, ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისაგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი გარკვეულია და მიკვლეულია, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი“
კომენტარები