• რეკლამა
  • კონტაქტი
15:45, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ზუსტად პასუხობს სიღარიბის დაძლევას და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, მეტი სამუშაო ადგილების შექმნას – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:00 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

კასპის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, იქნებოდა ეს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალგაყვანილობა, მელიორაციის მასშტაბური სამუშაოები, გაზიფიცირება – ათეულობით სოფელს მივუყვანეთ გაზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი საწარმო დაფინანსდა, როგორც ახალი საწარმოები, ასევე ბევრი მოქმედი საწარმო გადაიარაღდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა მასშტაბების გაზრდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაათმაგებული ენერგიით და მოტივაციით სამუშაოების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული გეგმა და ხედვები, რომელიც სწორედ ამ გამოწვევებს ეხმაურება და მორგებულია თითოეულ რეგიონზე, მუნიციპალიტეტზე. ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ რესურსების მაქსიმალურად გონივრულად ათვისება და გამოყენება. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ზუსტად პასუხობს სწორედ სიღარიბის დაძლევას და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. თითოეულმა უწყებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა სწორი განვითარების გეგმა, ხედვა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში გავაგრძელებთ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, მათ შორის ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები აქტიურად და ამას გავაგრძელებთ, რათა ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად. ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში ჯამურად მთავრობა და კერძო სექტორი ერთად, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით. ადგილობრივი წარმოება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, რამდენიმე მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ბევრი მიწა დამუშავდა და ახალი საწარმოები შეიქმნა. ჩვენ ახლა ვგეგმავთ 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას, მოვახდინეთ იმ დარგების იდენტიფიცირება, რომელიც უნდა დაფინანსდეს და წახალისდეს სახელმწიფოს ხელშეწყობით და მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვვარაუდობთ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში. სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები. ბატონ ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და ჩვენი ქვეყანა გახდეს რეალურად თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved