• რეკლამა
  • კონტაქტი
12:09, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემ შვილებს უნდათ დედა და არაერთი იმედგაცრუების მიუხედავად ელოდებიან მასთან დაბრუნებას, მაგრამ…” – რას პასუხობს ალუდა გოგლიჩიძე ყოფილი მეუღლის ბრალდებებს?

ალია ავტორი - ალია
14:27 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

 კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი, ალუდა გოგლიჩიძე, ყოფილი მეუღლის, თეონა ჯულუხაძეს ბრალდებებს, სოციალურ ქსელში, პასუხობს:

“მიმართვა მედია საშუალებებს, ჟურნალისტებს!

ბოლო დღეებში, ყოფილმა მეუღლემ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია უკიდეგანოდ ფართო ფრონტზე გაშალა, მათ შორის მედია საშუალებებით და მომსწრე ვართ საზოგადოებაზე არნახული მასშტაბის მანიპულირების, რომელიც დაუსაბუთებელი და ცალმხრივი ინფორმაციების გავრცელების ხარჯზე მიმდინარეობს.

აბსოლიტურად მესმის იმ ადამიანების ლოგიკური აღშფოთების და ქალთა მიმართ სოლიდარობის განცდის, ვინც მოისმენდა ან წაიკითხავდა ჩემი მისამართით გამოთქმულ საშინელებათა სერიას…

თუ ნორმალური ადამიანი ხარ უნდა აღშფოთდე, მეც ავღშფოთდებოდი, მხოლოდ ფაქტებს და მტკიცებულებებს მოვითხოვდი, უდანაშაულობის პრეზუმციას დავიცავდი, მოტივს ვიკითხვადი და ნათქვამს უპირობოდ არ მივიღებდი.

10 აპრილს მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩემი შვილების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ უსაფუძვლო ბრალდებებზე თავის მართლებას, ჭორაობას და საზოგადოების გრძნობებზე თამაშს და ეხლაც ამ პოზიციაზე ვრჩები, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ვგრძნობ უზარმაზარ პასუხისმგებლობას უამრავ ადამიანთან: ჩემს კოლეგებთან, სტუდენტებთან, ყოფილ თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, ასევე უამრავ ადამიანთან ვისაც მე პარადად არ ვიცნობ, მაგრამ ანგარიშვალდებული ვარ, მაგალითად ადამიანებთან ვინც ხმა მომცა არჩევნებზე, იძულებული ვარ, სამართლებრივი პროცედურების პარალელურად, გარკვეულ საკითხებს მოვფინო ნათელი.

ვინ იცის რამდენი ხანი ვიკავებ თავს. მე ვუძლებ ამ წნეხს, თუმცა საკითხავია რის ფასად და რატომ, მაგრამ შვილები? შვილებმა არ იციან ვინ ვის წაართვა მათი თავი, თუ ვინ თქვა უარი მათზე? ამასთან ერთად, ბოლო დღეებში არაერთ ადამიანს გაუუარესდა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადგა რისკის წინაშე, იმიტომ რომ ძნელია უყურო უსამართლობას, როცა მოძალადე მსხვერლის როლში გამოდის და საზოგადოებისგან დაუმსახურებელ მხარდაჭერას იღებს!

სოციალური ქსელით ჩემი აქტივობა ვერ იქნება საკმარისი საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებისთვის იმის შესახებ თუ რა ფენომენია ფსიქოლოგიური ძალადობა, რას ნიშნავს მსხვერპლი და როგორ განვასხვავოთ ის როლური მსხევრპლისგან (ხალხურად რომ ვთქვათ „როგორ გამოვიცნოთ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი“), როგორ დავეხმაროთ ადამიანებს რეალურად დააღწიონ თავი ძალადობას და მოძალადეებს…

ამდენად, მინდა მივმართო მედია საშუალებებს, ჟურნალისტებს:

ძალადობის თემა, მათ შორის ოჯახური და ბავშვთა მიმართ ძალადობის თემა ძალიან აქტუალური საკითხია, ამადროულად მის მიმართ ბრძოლა ჯერ-ჯერობით ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი და უცხო, ამდენად ბევრი იქნება შეცდმომები, გადაცდომები და გაურკვევლობები მტყუან-მართლის გარკვევის პროცესში.

ამ დილემისგან თავის დაღწევის რეალური საშუალება თქვენი და საზოგადოების მიუკერძოებელი და სრულფასოვანი ინფორმირებაა!

მე არავისგან ვითხოვ, ჩემს ირგვლივ აგორებულ დისკრედიტაციის კამპანიას არ შეეხოს, არ გააშუქოს, მაგრამ ვითხოვ ეს გაკეთდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად.

გარწმუნებთ, მე არაფერი მაქვს დასამალი! უფრო მეტიც, მე ვცდილობდი ამ თემით არ გავცნობოდი უფრო ფართო საზოგადოებას, რადგან არის პროფესიონალური თემები, რომლებზეც საზოგადოებასთან კომუნიკაცია უფრო სასარგებლოდ მიმაჩნია თავად საზოგადოებისთვის, მაგრამ ამის დროც მოვა!

დღეს, დღის წესრიგში ჩემი რეპუტაციისა და ავტორიტეტის გათელვისგან, პიროვნული განადგურებისგან თავის დაღწევაა, ამავდროულად ამოცანას ის ართულებს, რომ ვუფრთხილდები ჩემი შვილების ჯანმრთელობას, ემოციებს და საუკეთესო ინტერესებს, ასევე, გაგიკვირდებათ მაგრამ, ჩემი ყოფილი მეუღლის „სახის შენარჩუნებაც“ ჩემი სტანდარტია.

ამ დილემიდან თავის დაღწევის მიზნით გთავაზობთ სამუშაო, დახურულ ფორმატში პროფესიონალთა გუნდთან შეხვედრას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, სადაც მე გაგაცნობთ ფაქტობრივ და რეალურ სიტუაციას და წარმოგიდგენთ არა უმართავ ემოციებს, წარმოსახვებს, აღქმებს, არამედ ობიექტურ მტკიცებულებებს და გარწმუნებთ, მათი გაცნობა არ იქნება მარტივი, ხოლო მათი მიღება კიდევ უფრო რთული იქნება!

მერწმუნეთ, აღმოაჩენთ, რომ ითამაშეს თქვენს ემოციებზე, გრძნობებზე, ჰუმანურობაზე, ისარგებლეს თქვენი თანაგრძნობის უნარით და ამის განცდა არ იქნება მსუბუქი! ბევრჯერ იტყვით „კი მაგრამ…“, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.

მე ამ მტკიცებულებების გასაჯაროებისაგან ვიკავებ თავს (ამ ეტაპამდე ყოველ შემთხვევაში), თორემ ძალიან მალე ისინი სახალხო დამცველის აპარატს (და არა მარტო) მიეწოდება.

რასაც მე ვაკეთებ ეს არ არის ბუნებრივი რეაქცია იმაზე, რაც ჩემს მიმართ ხდება, ეს არის გააზრებული ქმედება, რამეთუ მე დიდი ხანია ვცხოვრობ პრინციპით „გამოვყოთ პრობლემა ადამიანისაგან! თავს დავესხათ პრობლემას, დავზოგოთ ადამიანი!“

ჩემი ამოცანა იყო და არის, რომ ჩემმა შვილებმა არ დაკარგონ დედა!

მართალია ამ მიზნის რეალიზება ეხლა მიუღწევლად ჩანს, მაგრამ მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამისათვის არა სიტყვებით, არამედ საქმით…

ჩემს შვილებს უნდათ დედა და არაერთი იმედგაცრუების მიუხედავად ელოდებიან მასთან დაბრუნებას, მაგრამ არა ვიზიტით/სტუმრად, არამედ სრულფასოვნად!

ველი თქვენს თანადგომას!

#პრობლემაგამოვყოთადამიანისაგან!

#თავსდავესხათპრობლემასდავზოგოთადამიანი!

#ძალადობასარაქვსსქესი!”

შეგახსენებთ, თეონა ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე  მას ბავშვებს  არ ანახებს. მათი საერთო 12 წლის შვილი  3 წელია, რაც მამასთან  ცხოვრობს და ის დედის ნახვის სურვილს არ გამოთქვამს. თეონა ჯულუხაძე ბავშვის ამ გადაწყვეტილებას  ფსიქოლოგიურ ძალადობას აბრალებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლიდან  ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის – თეონა ჯულუხაძის საცხოვრებელი სახლი განისაზღვრა. თუმცა რადგან ერთ-ერთი ბავშვის სურვილი მამასთან ცხოვრება იყო, ალიმენტის გადახდა დედას დაეკისრა. ალუდა გოგლიჩიძე კი მცირეწლოვანი ბავშვის ალიმენტს იხდის. თეონა ჯულუხაძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved