ჩეხეთში პრემიერ-მინისტრმა განაცხადება გააკეთა:
„ვირუსის შეჩერების მიზნით სკოლები დაიხურება. ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს შესაძლოა ადამიანებისთვის სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ყველა საშუალებით უნდა ავიცილოთ თავიდან ის, რაც იტალიაში მოხდა“
ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასაკუთრებული შეშფოთება ჩეხეთში იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ტაქსის მძღოლს ინფექცია დაუდასტურდა, თუმცა მისი წყაროს პოვნა ვერ ხერხდება.
კომენტარები