• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩანს ავტომანქანა, რომლითაც გაიტაცეს” – რას ელოდება გელა გელაძის უწყება?

ალია ავტორი - ალია
00:44 06-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

თინა ბოკუჩავა გადაცემა “რეაქციაში“ ამბობს, რომ მათ ხელთ აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომ სურვილის შემთხვევაში, 10 წუთში დაადგენენ, რა მოხდა 9 ივნისს.

თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ის და მისი ქმარი ამ დრომდე არ გამოუკითხვათ და ელოდება, როდის დაუკავშირდებიან, რათა გამოძიებას ყველა მასალა გადასცეს.

 

6 ივნისს ორივეს დაგვირეკეს, მეც და კოტესაც, თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან და მოითხოვეს ჩვენი გამოკითხვა, რაზედაც, ბუნებრივია, ჩვენ ვთქვით უარი, და მოვითხოვეთ მაგისტრი მოსამართლე, არა იმიტომ, რომ იმ სასამართლოს იმედი გვაქვს, რომელიც ჟურნალისტებს ფეისბუქ სტატუსების გამო აჯარიმებს და უდანაშაულო ადამიანებს პატიმრებს, არამედ იმიტომ, რომ პროცედურულად მაინც, ოდნვა უფრო, წესით და კონსტიტუციით, დამოუკიდებელი ორგანო მოგევთხოვა, როგორც გამოკიტხვის ფორმალური ადგილი. მე გამომძიებელს ვუთხარი, რომ მივდიოდი ბრიუსელში, სადც უნდა დავსწრებოდი ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს, თუმცა ვუთხარი, რომ დავბრუნდებოდი 13-ში გამთენიას, მეგონა 13-შივე დამიბარებდნენ, მაგრამ  დრემდე არ დავუბარებივარ. სავარაუდოდ, იმიტომ რომ მათ თავად სურთ ამ საქმის მიჩქმალვა და მიმალვა და რატომ? იმიტომ რო ყველაფერი ხელისგულზე დევს. მე არ მივცემ ჩემ თავს ახლა იმის უფლებას, რომ პირველად ის ინფორმაცია, რომლის გაჟღერებაც მსურს, რაც მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის, გავჟღერო მედიით და არა გამოკითხვაზე, მაგრამ ჩვენც გვაქვს დამატებით ინფორმაცია, რომელიც საყურადღებო უნდა იყოს ნებისმიერი გამოძიებისთვის. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში, ზუსტად 10 წუთში შეუძლიათ ამ საქმის გახსნა, ჩვენ გვაქვს ზუსტი დრო კოტეს გატაცების, სადაც ჩანს ის ავტომანქანა, რომლითაც მისი გატაცება მოხდა და სადაც უმარტივესად, საპატრულო კამერების გამოყენებით, მათ შეუძლიათ, მოახდინონ იდენტიფიცირება მანქანების და პირების,- განაცხადა ბოკუჩავამ. 

მისივე თქმით, გამოძიებას რომ მიემართა “მაგთისთვის“, ძალიან მარტივად შეეძლოთ ვიდეოს ატვირთვის ლოკაციის დადგენა.

“ატვირთვის ლოკაციით მარტივია იმ ლოკაციის დადგენა, სადაც მოხდა ეს“,- ამბობს ის.

9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ენმ-ის ლიდერის თქმით,  იოსელიანი გატაცების  შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: “რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved