• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩამოყალიბებული გუნდი ოპოზიციას არ ჰყავს… ვისი ბრალია ეს?” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
16:24 06-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული: 
“სტრატეგიული მოთმინება”…
ანუ, მოთმენა მანამ, სანამ არ გაირკვევა რუსეთის და თავად პუტინის ბედი. რატომ უნდა შევეწიროთ იმპერიის კიდევ ერთ ნგრევას; ერთხელ ხომ შევცდით – ასეთია იმ ნეიტრალური უმრავლესობის, ე.წ. საარჩევნო საკონტროლო პაკეტის ფიქრები, რაც ძალიან ეფექტურად უზრუნველყოფს მათ დუმილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, მესიჯი ძალიან სწორად არის შერჩეული და ამავე დროს უაღრესად თანამიმდევრულია. ჯერ იყო უფრო რადიკალური: – აბა ომი გინდათ? – , ახლა კი უფრო დაბალანსებული – “სტრატეგიული მოთმინება”.
რა მესიჯი აქვს საპირწონედ, ან რას სთავაზობს ამომრჩევლებს ქართული უნიჭო ოპოზიცია?
არაფერს! უფრო სწორად ვერაფერს.
წყალწყალა -“ჩვენ ევროპა გვინდა” არ მუშაობს. ევროპა ყველას უნდა; აგერ რუსული თვითმფრინავები ცარიელი დახრიგინებენ; მერე რა. შეკრული, ჩამოყალიბებული გუნდი ოპოზიციას არ ჰყავს, რომ მათ საერთაშორისო ან შინაურ ავტორიტეტს დაეყრდნოს საზოგადოების პროტესტი. ვისი ბრალია ეს?
მათი ამომრჩევლების. რატომ? იმიტომ რომ მაქსიმუმი, რასაც ისინი ოპოზიციას თხოვდნენ, იყო ე.წ. პარლამენტში ბალაგანის გამართვა წივილ-კივილისა და გაწევ-გამოწევის აკომპანიმენტით. არადა მარტივია; თუ პარლამენტში სამუშაოდ მუდმივად ბღავილი და ჩხუბი გჭირდება, ესეიგი ეს პარლამენტი არ არის, სამარცხვინო შოუა. ვის მიიჩნევდა ოპოზიციონერ ამომრჩეველთა სპექტრი თვალსაჩინო და ეფექტურ პოლიტიკოსად? ვინც უფრო ხმამაღლა იბღავლებდა ან იჩხუბებდა საჯაროდ. ისეთი მოქმედებები, როგორიცაა საერთაშორისო რეპუტაციის მოპოვება; ეფექტური პოლიტიკური ბოიკოტი; წითელი ხაზების შექმნა და მათი დაცვა, ანუ პოლიტიკური პრინციპულობა – მათ არ მოეთხოვებოდათ. ყველაფერი მართლდებოდა განცხადებით: – ჩვენ გვჭირდება ტრიბუნა!-.
რა მივიღეთ შედეგად?
დეგრადირებული ოპოზიციური სპექტრი, ნულოვანი საერთაშორისო რეპუტაციით და იმდენად სამარცხვინო ინტელექტით, რომ ვერცერთი გონიერი ადამიანი ვერ მოისაზრებს მათ ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად.
შესაბამისად, ერთადერთ იმედად ე.წ. ნეიტრალურ უმრავლესობას შერჩა პრეზიდენტი, რომელიც ვერ ბედავს და ვერც გაბედავს რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმას თავისი ოპოზიციონერობის დასამტკიცებლად. არც სჭირდება, რადგან ერთადერთი მოთამაშეა “სცენაზე” და რამდენჯერაც არ უნდა გაუცრუოს გულშემატკივრებს იმედი, მაინც გარანტირებული ექნება მათი მხარდაჭერა.
ზემოაღნიშნულ სიტუაციაში ე.წ. “სტრატეგიული მოთმინება” ლოგიკური და უალტერნატივო მდგომარეობაა.
რამ შეიძლება შეცვალოს ეს სტატიკური მდგომარეობა?
შიგნიდან ამჟამად ეს შეუძლებელია. საზოგადოების მასიური პროტესტი ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო არ შედგება. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მდგომარეობა უიმედოა და რეანიმაციას არ ექვემდებარება. მათი მაქსიმალური შესაძლებლობა სპორადული ემოციური აფეთქებებია.
გარედან – თუ მოხდება სერიოზული პოლიტიკური კოალიციის მიერ რაიმე სერიოზული ნაბიჯის გადმოდგმა ჩვენი მიმართულებით, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. ამაზე ისინი ადრეც არ იკლავდნენ თავს და ახლა მითუმეტეს, მიზეზი აქვთ; ისევ ქართველ ხალხს დაბრალდება პასიურობა. თუმცა, სასწაულებიც ხდება ზოგჯერ.
პრინციპში, ეს მართლაც ჩვენი ბრალია. რაც მოვთხოვეთ ჩვენს პოლიტიკურ წარმომადგენლებს, ის მივიღეთ.
და ბოლოს იმედი?
ვილოცოთ.
იმედია უკრაინა ბოლომდე მოსრავს რუსეთს და დასავლეთი უალტერნატივო გახდება.
თუ არა, თავადაც მიხვდებით რაც მოხდება.”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved