• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბუნკერში ინახავს 800 მილიონს, თქვენი ჯიბეებიდან მოიპარა, ახლა შიმშილი გემუქრებათ და დააბრუნოს!” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:46 03-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ივანიშვილი, რომლის ფული ბოლო წლებში საქართველოს ბიუჯეტიდანაა მოპოვებული, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით ქართველ ხალხს ეუბნება, რომ მათ 2 ან 3 პროცენტს მიუგდებს, რათა არ მივარდნენ მის შუშის სასახლეში, – ამის შესახებ საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.

„ივანიშვილმა დღეს დილიდან გამოაცხადა, რომ მისი ფონდი „ქართუ“ შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს თუ მათ რაღაც ფული დააკლდებათ. ბოლო წლებში, ივანიშვილის მთელი ფული მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში და ახლა ნახეთ რას გეუბნებათ: 2 ან 3 პროცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ იმისათვის, რომ არ მომივარდეთ აქ, ჩემს შუშის სასახლეში. მინდა მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ, დღეს, რომ საქართველო ასეთი დაუცველია მათ შორის ჯანდაცვის და მათ შორის იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი. რაღაც 2 საავადმყოფო ავაშენეო, ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არავისთვის არ დამიმადლებია და რას შველის ორი საავადმყოფო, თან არასათანადო პირობებით? აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს. მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან.

ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან, მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისგან დაცვას, რადგან უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში ვერ რიცხავს ფულს. ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი. ამიტომ ივანიშვილს პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ, რომ დააბრუნოს ფული, ეს ფული, გარდა ჯანდაცვის ღონისძიებებისა, ძირითადი ნაწილი უნდა მომხარდეს ლარის გამყარებას და ლარის დაცვას, იმიტომ, რომ ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს აბსოლუტურად ყველა ქართველს. ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის და ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფული თითქმის მთლიანად. ეს ფული უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნებისთვის დახმარებაში, რომელიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ბოლო კრიზისის ფონზე, მაშინ ეს იქნება ნამდვილი დახმარება და წაადგება ქართველ ხალხს”

ცნობისთვის, ფონდმა „ქართუმ“ მზადყოფნა გამოთქვა, კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსური სახსრები გამოყოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved