• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრიუსელს მოვუწოდებთ, თქვან, რომ დედამიწა არის მრგვალი” – პაპუაშვილი, სქესი – კაცი, თბილისი, 2025 წელი

ალია ავტორი - ალია
18:45 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
262

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი:

„მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ერთი საკითხი ეხება „ოჯახური ღირებულებების და ბავშვთა უფლებები დაცვის“ კანონს. ამ კანონში მთავარი საკითხი რაც არის, არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი ანუ ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის სინამდვილეში, რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იგივეა, რომ ბრიუსელს მოეთხოვა გვეღიარებინა, დედამიწა არის ბრტყელი. იმავე განზომილების ცრუ იდეოლოგიაა იმის თქმა, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, როგორც იმის მოთხოვნა, თქვა, რომ დედამიწა არის არა მრგვალი, არამედ არის ბრტყელი.

ევროპაში გვახსოვს პერიოდი, როცა ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, კოცონზე წვავდნენ. სწორედ ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა. რომელიც ითხოვს, რომ ვთქვათ, დედამიწა მრგვალი კი არაა ბრტყელი ან ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შეაფასოთ იმისთვის, რომ გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე.

მოთხოვნებიდან მეორე საკითხი ეხება გამჭვირვალობას. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიები, პარტიული მედიები და ა.შ. ეს ყველაფერი დადასტურებულად ვიცით. ზუსტად ეს არ უნდა, როგორც ჩანს, ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მათი ფული. ევროპა ვართ მათ შორის, ჩვენ. ბრიუსელი ცდილობს ყალბი ცრუ იდეოლოგიები მოახვიოს თავს სხვა საზოგადოებებს.

ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს. მოვუწოდებთ ამდენი ხანი, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაუბრუნდნენ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის პატივისცემას. დღეს ბრიუსელმა გადაუხვია იმ კალაპოტს, რაზეც დამყარებულია ევროკავშირი. ამის მოწოდებაა, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებს და თქვან, რომ დედამიწა არის მრგვალი და არა ბრტყელი. 

ასევე, ამ წერილში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულების დარღვევა. დაარღვია 2010 წლის ხელშეკრულება და გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი ბრიუსელის სახით არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი“

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved