• რეკლამა
  • კონტაქტი
15:56, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრიტანულ-ქართული აკადემიის განადგურების მცდელობა ნათია ჯანაშიასთვის უკვალოდ არ ჩაივლის – ბაჩანა ჯინჭარაძე

ალია ავტორი - ალია
13:41 06-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

აფბას ანალიტიკოსის, ბაჩანა ჯინჭარაძის მოსაზრებები„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დავასთან დაკავშირებით

მოდი, პირდაპირ ვიტყვი — ის, რაც ბოლო დროს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო ხდება, უკვე დიდი ხანია გასცდა ბიზნეს-დავის ფარგლებს. თუ მედიას თვალს ადევნებ, ალბათ გგონია, რომ ეს უბრალოდ აქციონერების მორიგი კონფლიქტია, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო მძიმეა. აკადემიის ყოფილი დირექტორი, ნათია ჯანაშია აბსოლუტურად მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ და ძალმომრეობით კამპანიას აწარმოებს აკადემიის, მისი მენეჯმენტის, მასწავლებლებისა და ინვესტორის წინააღმდეგ. დიახ, ამ ყველაფრის სათავეში, სამწუხაროდ, აკადემიის 30 პროცენტის მეწილე ნათია ჯანაშია დგას. მე ამ დავის მონიტორინგს შედარებით გვიან შემოვუერთდი და ამიტომ ჩემი პერსპექტივიდან დანახულ დავაზე მინდა მოვუყვე საზოგადოებას.

ყველაზე პარადოქსული იცი რა არის? ადამიანი, ვინც წესით ამ საგანმანათლებლო კერას უნდა უფრთხილდებოდეს, ყველაფერს აკეთებს მის დასანგრევად. გამუდმებული წერილები, „დანოსები“ (აქ, იქ, ბრიტანეთში, აშშ-ში), აკადემიის მენეჯმენტის განზრახ დამახინჯებული, დაფოტოშოფებული ფოტოები, სკანდალური სათაურები, რომელთა დანიშნულებაც აკადემიის მოსწავლეებისა და მათი მშობლების დაშინება, დაშანტაჟება და საყვარელი სასწავლებლის დატოვებისკენ იძულებაა.

არადა, ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა. დაპირისპირება ბევრად ადრე, ნათია ჯანაშიას კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ, მისი თანამდებობიდან კანონიერი გათავისუფლებით დაიწყო. ხელშეკრულებაში, რომელიც ინვესტორმა გაუფორმა მენეჯმენტს, მითითებული იყო, რომ კონტრაქტი დირექტორთან გრძელდებოდა 5 წელი და თუ შემდგომში „საქართველოს განათლების ჯგუფი“ ანუ ინვესტორი აღარ მოისურვებდა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ნათია ჯანაშიას უნდა დაეტოვებინა აკადემია, როგორც მენეჯმენტის წარმომადგენელს, მაგრამ ის 30%-იან წილში, ბუნებრივია, ისევ რჩებოდა.

წილი რჩებოდა, ოღონდ ინვესტორი და შესაბამისად აკადემია აღარ გადაუხდიდა 1 მილიონ ლარს წელიწადში ჯანაშიას და მის მეუღლეს. 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ხელფასის სახით აკადემიიდან ოჯახურმა წყვილმა 5 მილიონი ლარი მიიღო, რისი მეოხებითაც ისინი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილი გახდა.

გაწევ-გამოწევა და დავა, როგორც უკვე ყველამ იცის ჯანაშიამ წამოიწყო და ამ დავის ყველა ეტაპზე გამაოგნებლად ცუდად იქცევა. ჯერ იყო და სარჩელი ბრიტანეთში შეიტანა და ინვესტორის პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას, მის უკლებლივ ყველა შტოს და მათ შორის, და დიდი დოზით, სასამართლო სისტემას და მის კონკრეტულ მოსამართლეებს ისე უჩივლა, რომ წელიწადზე მეტია ლონდონელი მოსამართლეები არკვევენ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა კავშირი აქვთ სარჩელთან. სარჩელთან, სადაც ერთი მხარე – ნათია ჯანაშია, მეორე მხარეს – საქართველოს განათლების ჯგუფს და საქართველოს კაპიტალს უჩივის, რა შუაშია იუსტიციის საბჭოს წევრი თავართქილაძე ან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი?

მაგას მეც ვერ მივხვდი, მაგრამ ის მაინც გავიგე და მონიტორინგის საშუალებით გამოჩნდა, ვის წინააღმდეგ აქვთ პრეტენზიები და საჩივრები და ვის მიმართავენნათია ჯანაშია და მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე.

ესენი არიან: ბიძინა ივანიშივილი – ხომ ვთქვი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, სასამართლო სისტემა მთლიანად და ყველა მოსამართლე, იუსტიციის საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უშიშროების, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრები, გენერალური პროკურორი, აშშ-სა და ბრიტანეთის საელჩოები, გამოძიების ფედერალური ბიურო და მი-6 (ჯეიმს ბონდი თუ მუშაობს კიდევ მანდ?), ფინანსური პოლიცია და შინაგან საქმეთა განყოფილებები ახლო-მახლო. უჩივიან ყველას და ყველაფერს. ეს გახდა მათი ახალი ნორმა და ახალი საქმე – ფულის ახალი საჭრელი დაზგა, რათა შანტაჟით და დაჟინებული რეიდერობით 60-მილიონიანი ქონება კიდევ უფრო გააბევრონ და გაზარდონ.

ამავდროულად ძალადობრივ ქმედებებში არაერთგზის შემჩნეული პირებიც არიან ესენი. ორ ქვეყანაში რამდენიმე ეპიზოდია დაგროვილი. განსაკუთრებულად საშიში, ჰაერში მყოფი „ბრიტანეთის ავიახაზების“ თვითმფრინავის ინციდენტია და საქართველოს განათლების ჯგუფის ორსული თანამშრომლის მოკვლის მუქარა.

კრიმინალური ინციდენტები ამით არ ამოიწურება. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება მიმდინარეობს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს “ბრიტანულ ქართულ აკადემიის” კუთვნილი თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული პატიმრობას დიდი ხნით ითვალისწინებს.

მოკლედ იმდენი ქნეს ამ ცოლ-ქმარმა, რომ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამა წლის თებერვალში, ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ ნათია ჯანაშიას ახლა უკვე დიფამაციისთვის უჩივლა და  საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით,  ცრუ და შეცდომაში შემყვანი ცნობების გავრცელებისთვის პასუხი მოთხოვა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აკადემია წერს: ამ ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი არის ერთადერთი –ზიანი მიადგეს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ავტორიტეტს. მსგავსი ბრალდებები საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი არსებულ და მომავალ მოსწავლეებსა და მათ მშობლებში, ავტომატურად აჩენს ქაოსისა და არასტაბილურობის განცდას, რაც საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი სუბიექტისთვის კრიტიკულად დამაზიანებელია.

ამით ნათია ჯანაშიას აკადემიისთვის ზიანის მომტანი ამბები და ქმედებები არ მთავრდება. იწყება ისტორია ბიზნეს-დავაში შვილების ჩართვისა და საჯარო რეესტრში ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი წესდების რეგისტრაციისა.

ჯერ წესდების ამბავს მოგიყვებით, რადგან მასთან დაკავშირებული კონფლიქტური ეპიზოდების წყება და რიგი კარგად აჩვენებს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ რეალური მოწინააღმდეგის, ნათია ჯანაშიას ნამდვილ განზრახვას – მომენტი, როცა სასწორზე ყველაფერი დადგა და ამ ამბავს შეიძლება მთელი აკადემია შეწირვოდა.

წარმოიდგინეთ მარტივი სიტუაცია, როდესაც აქციონერებმა ფორმალური პროცედურებით უნდა მოახდინონ კომპანიის წესდების ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. მაჟორიტარმა აქციონერმა მოიწვია კრება და … ამ გადამწყვეტ მომენტში, პარტნიორთა კრებაზე, ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ პირდაპირ ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. რატომ? იმიტომ, რომ სკოლას ხელახალი რეგისტრაცია ვერ გაევლო და სამართლებრივ ჩიხში შესულიყო. ფაქტობრივად, მზად იყვნენ საკუთარი ხელით გაეუქმებინათ სკოლა, ოღონდ თავისი გაეტანათ.

ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, მაჟორიტარმა ინვესტორმა („საქართველოს განათლების ჯგუფმა“) კანონის სრული დაცვით მიიღო იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი წესდება და სკოლა რეალურ პარალიზებას გადაარჩინა. მაგრამ ჯანაშია ამ დროსაც არ გაჩერებულა და საჯარო რეესტრში წარდგენილი წესდების გასაჩივრება დაიწყო. რომ არა ინვესტორის სწორი და სამართლებრივად უნაკლო მოქმედებები, აკადემია რჩებოდა მმართველობითი რგოლის, საბანკო ანგარიშებისა და ყველა იმ ატრიბუტის გარეშე, რაც ლიკვიდაციის საფრთხეს აჩენდა.

ნათია ჯანაშიას საქციელის გამო იშლებოდა სასწავლო პროცესი და ასობით ბავშვის მომავალი ეწირებოდა მიზანმიმართულ მავნებლობას. მიზანი ვერ იქნა მიღწეული – აკადემიამ ფუნქციობა განაგრძო წარმატებულ გზაზე.

უკვე მერამდენე მძიმე მარცხით გაგულისებული ჯანაშია ახლა უკვე აკადემიის მენეჯმენტის ბრალდებებით დაკავდა და პროცესებმა კლასიკური რეიდერული თავდასხმის სახე მიიღო, რისი იდეოლოგიური ბაზისიც ნათია ჯანაშიას საპროგრამო წერილში აისახა. ის ამბობს, რომ სკოლა, რომლის 70% გაყიდა 29,3 მილიონად, არასოდეს გაუყიდია და არც გაყიდის. პირველ შემთხვევაში თქვენთვის მომინდვია შეფასება, მეორე შემთხვევაში კი უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაყიდის, რადგან მისი წილი დაყადაღებულია და ამ მხრივ სკოლას საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვებს რაც შეეხება, ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, რადგან ბოლო კვირის ამბებს თუ გავითვალისწინებთ, ჯანაშია მიხვდა, რომ შვილების ჩართვა ბიზნესდავაში და მათით მანიპულირება, უკიდურესად მდაბიო საქციელია და ვფიქრობ, აღარ გააგრძელებს ამ თემით სპეკულირებას და თემის ექსპლოატაციას.

მოკლედ რომ ვთქვა და უკვე შევაჯამო კიდეც, სურათი ნათელია: სკოლის დანგრევის ეს მცდელობა და აკადემიის ახალგაზრდა, მოტივირებული და შორსმჭვრეტელი მენეჯმენტისთვის ტოქსიკური გარემოს შექმნა ნათია ჯანაშიას მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. არ არის გამორიცხული, რომ სამართლებრივი მანქანა ისე ჩაირთოს, რომ მას სასამართლოში პერსონალურად მოუწიოს პასუხისგება თითოეულ იმ დესტრუქციულ ნაბიჯზე, რასაც ამდენი ხანია მავნებლურად დგამს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved