23:53, ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024

ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს ? დარჩება თუ არა პრემიერის პოსტზე ? – რას წერს BBC

BBC-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს. მედია წერს ასევე, რომ ის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება. ჯონსონის გადადგომის შესახებ ინფორმაციას “სქაი ნიუსიც” ავრცელებს.

მედია წერს, რომ ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯაროდ დღეს მოგვიანებით განაცხადებს. წყარო ამბობს, რომ ჯონსონი ესაუბრა სერ გრეჰემ ბრედის, 1922 წლის კონსერვატიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა ეცნობებინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

“პრემიერ-მინისტრი ესაუბრა გრეჰემ ბრეიდს და დათანხმდა დროულად დატოვოს თანამდებობა, რათა ახალი ლიდერი დაინიშნოს კონფერენციაზე ოქტომბერში”, – ამბობს წყარო.

სამშაბათიდან 50-ზე მეტმა მინისტრმა დატოვა მთავრობა. ჯონსონმა თავდაპირველად უარი თქვა ბრძოლის გარეშე წასვლაზე, თუმცა დღეს წყაროების განცხადებით, გადადგომაზე გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი