ქობულეთში, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკაში, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან გადანაწილებულნი. არსებული ინფორმაციით, მოწამვლა გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ამ დროისთვის “აჭარა ტექსტილში” სამუშაო პროცესი შეჩერებულია.
დაზუსტებული ინფორმაციით, ქობულეთის საავადმყოფოში ამ დროისთვის 15 პაციენტია შეყვანილი.
კომენტარები