გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
“ვისაც შია, ვის შვილებსაც შიათ, განგებამ იმდენი მისცეს, მონად აღარ მოუწიოთ თავის გაყიდვა… (მართლა ვერ ვბრაზობ ამ ხალხზე)
ვისაც სამსახურიდან გამოგდებით ემუქრებიან, ისეთ ქვეყანაში ეცხოვროთ, თავისი სიდებილით, არ უწევდეთ თავმოყვარეობაზე გადაბიჯება, შვილების შიმშილის შიშით… (ძნელია, ვინმე სულშიჩაფურთხებული განიკითხო, მე არ მყავს შვილები და არ ვიცი როგორ შევიზელდი ფურთხს მათ გამო, ან როგორ გადავაბიჯებდი ჩემს თავმოყვარეობას, ალბათ არა, მაგრამ არ ვიცი)
აი, თქვენ, ბიუროკრატო ღორებო, ვისაც ამ გაუბედურებული ხალხის სიმრავლე თან გიხარიათ, თან გეამაყებათ, თან ამ სულშიჩაფურთხებული ხალხის ფოტოებს აფრიალებთ, პარტიული ,,წარმატების“ დასტურად, თქვენი არასწორი ცხოვრება მოვ@@ან, თქვენი ვერშემდგარი ადამიანობა მოვ@@ან, რამდენი ადამიანიც ფულით და დაშინებით მიიყვანეთ, თქვენი გაცრეცილი ძალა-უფლების სადემონსტარციოთ, ისე მოგეგოთ მთელი ცხოვრება, ამ ხალხის ჯერ გაუბედურებისთვის, მერე ასე სულში ჩაფურთხებისთვის…”
კომენტარები