• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

ალია ავტორი - ალია
21:28 09-11-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,114

ბოლო დროს ფართოდ გავრცელებულ კრიპტო-ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”-აფბას ანალიტიკურმა სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა. მოკვლევის პირველად შედეგებთან დაკავშირებით აფბამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში, განსაკუთრებულად გააქტიურდა კრიპტო-პირამიდებში ჩართულობის დონე, შევეცადეთ ამ მოცულობითი ფულადი ნაკადების მოძრაობის ტრაექტორიებში გარკვევა.

აფბას ანალიტიკური სამსახურის მიერ განხორციელებული მოკვლევის პირველადი შედეგების თანახმად იკვეთება, რომ საქართველოში ლიცენზირებული ერთ-ერთი ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერი (ვასპი) – „ბიტნეტი“, შესაძლოა, მჭიდრო კავშირში იყოს კრიპტო პირამიდებთან. მათ შორის, აწ უკვე ჩამოშლილ პირამიდასთან, რომელმაც საქართველოს ათასობით მოქალაქის კუთვნილი თანხის „აორთქლება“ გამოიწვია.

ამ შესაძლო დანაშაულებრივი კავშირით, გარდა იმისა, რომ არარეალური დაპირებების ხიბლის ქვეშ, კონკრეტული ადამიანების კონკრეტული სახსრების დაკარგვას ეწყობა ხელი, ასევე ხელი ეწყობა საქართველოს მოსახლეობაში არსებული ფულადი რესურსის ქვეყნიდან გადინებას.

მოკვლევამ აჩვენა, რომ კრიპტო-პირამიდების ციებ-ცხელება საქართველოში 2025 წლის ზაფხულიდან იღებს სათავეს და განსაკუთრებით აქტიურდება 2026 წლის იანვრიდან.

გამოიკვეთა, რომ აპრილიდან მოყოლებული სულ განხორციელებულია 100 000 -მდე ტრანზაქცია. მათი 55% „ბიტნეტთან“ არის დაკავშირებული. ამ კომპანიასთან მიმართებით ტრანზაქციების ჯამურმა მოცულობამ 100 მილიონამდე USDT შეადგინა.

კრიპტო პირამიდებთან „ბიტნეთის“ შესაძლო მჭიდრო და სახიფათო კავშირზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ტრანზაქციების ეს მოცულობა  აღემატება, დროის იმავე მონაკვეთში, ისეთ გლობალურ ბირჟებზე განხორციელებული ტრანზაქციების ჯამს, როგორებიც არიან – Binance, Bybit და Bitget, ათეულობით მილიარდობით ბრუნვით და ასობით მილიონობით მომხმარებლით მსოფლიოში.

„ბიტნეტთან“ კავშირში იძებნება 22 საფულე, საიდანაც ჯამში 50 000 -ზე მეტი ტრანზაქციით, მხოლოდ აპრილის შემდეგ, 62 მილიონამდე USDT(საქართველოს მოქალაქეების მიერ კრიპტო ფინანსურ პირამიდებში ჩადებული ფული) არის გასული და შემოსული არის მხოლოდ 35 მილიონამდე USDT.

„ბიტნეტთან“ დაკავშირებული ტრანზაქციების მოცულობა და მათი ხასიათი, რაც ღია წყაროებში არსებული ბლოკჩეინების მონაცემების შესწავლისა და სისტემატიზების შედეგად გამოიკვეთა, უდავოდიწვევს შეშფოთებას და დასაბუთებულად იძლევა იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ აღნიშნულივასპი – „ბიტნეტი“ -ვირტუალური აქტივების სერვისის ლიცენზირებული პროვაიდერი, არა მხოლოდ სერვისს უწევდა კრიპტო-ტრანზაქციებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ შესაძლოა, იმთავითვე სრული შეცნობით იღებდა მონაწილეობას ფინანსური პირამიდის მომსახურებაში, რაც დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი რესურსის განიავებას მოიტანდა შედეგად.

უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის შესწავლისას აფბასანალიტიკურმა ჯგუფმა ასევე  გამოიყენა ისეთი ინსტრუმენტები როგორიცაა CHAINALYSIS და Elliptic, რომლებიც წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ინსტრუმენტს კრიპტო ტრანზაქციების კვლევისთვის.

მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული იმ გაფრთხილების სულისკვეთებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს კრიპტო-პირამიდებთან კავშირისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდეს.

იმავდროულად, მოვუწოდებთ მარეგულირებელს და ასევე შესაბამის სამართლადამცავ სტრუქუტრებს, გადაუდებლად და სიღრმისეულად შეისწავლონ როგორც ამ კონკრეტული ვასპის – „ბიტნეტის“ ტრანზაქციების ხასიათი, ისე ზოგადად, ფინანსურ პირამიდებთან ვასპების კავშირები და მათი შესაბამისობა რეგულაციებთან. მოვუწოდებთ მათ,პირველივე შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, მიიღონ მყისიერი და გადამჭრელი ზომები, რათა შეჩერდეს, კრიპტო ფინანსურ პირამიდებთან კონტექსტში, ქვეყნიდან მოსახლეობის სახრების გადინება“, – ნათქვამია აფბას განცხადებაში.

თეგები: აფბა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved