“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია:
“კარლ ბილდტი აიჭრა იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა, ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი. რაც დადასტურებულია დოკუმენტურად, ჩვეულები კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. ნაცმოძრაობა როდესაც ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს, აუპატიურებდა ადამიანებს და ა.შ. მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს.”
“ღარიბაშვილი რელსიდან გადავიდა, ის ტრაგედიაა ქვეყნისთვის” – ბილდტი
კომენტარები