ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ძალიან კარგად იცის ბიძინამ, რასაც აკეთებს სააკაშვილთან დაკავშირებით. მთავარი მოწინააღმდეგე უზის ციხეში. დარწმუნებული ვარ, ყველა დეტალი იცის და ონლაინაც უყურებს ან ყოველდღიურად მიაქვთ ვიდეომასალები. კონსულტაციას გადის სულ სხვა ექიმებთან, რომლებიც აძლევენ რჩევებს, რა როგორ გააკეთოს, რომ საბოლოოდ სასურველი შედეგი დააყენოს. იმის თქმა მსურს, რომ არსებობს სულ სხვა ,,კონსილიუმი” (არა ის ორი, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი) სულ სხვა მიზნებით. რა შედეგი სურს ბიძინას ? აქ შეგვიძლია, ჩავრთოთ ფანტაზია იმის მიხედვით, ვინ რას ვფიქრობთ ივანიშვილზე. ყველა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა სააკაშვილთან დაკავშირებით, მეტად წერტილოვანი და გამიზნული იყო, რაც შემთხვევითი ვერ იქნება.”
კომენტარები