• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიბილაშვილი: “გახარიამ ავჭალა აღმოაჩინა”

ალია ავტორი - ალია
22:10 09-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის თქმით, გიორგი გახარია ისე შეეჩვია კრიტიკული ოპოზიციონერის თამაშს, უკვე თვითონაც ვეღარ არკვევს ტყუილ-მართალს. “ოცნების” ყოფილმა პრემიერმა 8 წლის თავზე დღეს აღმოაჩინა ავჭალა და შეშფოთებასაც გამოხატავს იქ ნანახით. 

“რუსეთიდან დაბრუნებულმა გახარიამ პირდაპირ “ქართული ოცნების” კაბინეტში გადაინაცვლა. მას არასდროს ქონია შეხება თბილისის შორეულ უბნებთან, ამ ქალაქის მაცხოვრებელთა რეალურ გულისტკივილთან. ამიტომ ჯერ ბევრი აქვს სასწავლი და კიდევ ბევრი აღმოჩენა წინ. 
გახარია ბოლო დროს ხშირად დადის გაოგნებული და ვითომ აღშფოთებული, ეს რა ქვეყანაში გვიცხოვრიაო. გეგონება, ამ ქვეყნის პრემიერი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი არ ყოფილიყო. გეგონება, თვითონ არ იყოს ამ ყველაფრის თანაშემოქმედი, რაც დღეს ამ ქალაქის და ქვეყნის ხალხის თავს ტრიალებს. 
საქართველოს ყოფილი პრემიერი არის ამ თბილისის, ამ საქართველოს და ამ ეკონომიკური პოლიტიკის ერთერთი შემოქმედი. როდესაც დღეს ის ქალაქის არათანაბარ განვითარებაზე საუბრობს, ეს უკიდურესად დამცინავი და მიუღებელია. ურჩევნია სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს ამ არასწორი განვითარების ფორმულის ერთერთი ავტორი.  
ექსპრემიერი კი  დღეს გასცდა  თბილისის ცენტრს, მაგრამ ჩვენ წლებია ვსაუბრობთ რომ კალაძე-გახარიას განვითარების მოდელი უსამართლოა. მათი ურბანული პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა თბილისის ცენტრის “ევრორემონტი”, მაგრამ არა ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარება,”- განაცხადა  ბიბილაშვილმა. 

მისივე განცხადებით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ეს ქალაქი აირჩევს პროფესიონალიზმს, ქალაქის რეალური განვითარების ხედვას და არა პოლიტიკოსებს ვინც ეს ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო და არცერთი მიმართულებით არ იღებენ პასუხისმგებლობას, არც ეკონომიკაზე, არც ჯანდაცვაზე და არც ამ ქალაქის არასწორ განვითარებაზე.

თეგები: ანა ბიბილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved