მეხუთე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს:
რა თქმა უნდა რუსების მოთხოვნით და ივანიშვილის დავალებით ბესელიამ და კომპანიამ შკრილნიკოვის გარდა, მაშინ, ამნისტიით გაუშვა ასევე ГРУ-ს აგენტი გევორქიანი და რაც მთავარია, ჯავახეთის სეპარატისტების ლიდერი ჩახალიანი.
მე ვცადე 2013 წელს დაბლოკვა, მაგრამ ქოცურმა პარლამენტმა ვეტო გადალახა. აქ კი ჯავახეთში, ქოცების გათავისუფლებული ჩახალიანის ჩემთან მოვარდნაა ასახული.
ხოდა როგორ შეიძლება, რომ ამ რუსეთის სპეცოპერაციის აქტიური თანამონაწილეები დღეს ოპოზიციურ არხებზე ყელყელაობდნენ და ასევე რუსული გავლენის აგენტ ზურაბიშვილთან ერთად ხალხს ჭკუას არიგებდნენ.
მთავარი ტრაგედია ამ ამბის იყო ის, რომ ამ დროს ჩვენი სპეცსამსახურების რამდენიმე აგენტი დაპატიმრებული იყო რუსეთში და ჩვენ მიღწეული გვქონდა წინასწარი შეთანხმება მათ გაცვლაზე ჩვენთან დაკავებულ რუს აგენტებზე და ამ აგენტების გაშვებამ, ჩვენი ხალხი ჩატოვა რუსულ ციხეებში. მაგალითად ერთი ქალბატონი რომელიც 2008 წლის აგვისტოში გვაწოდებდა ინფორმაციას რუსეთის ჯარებზე სოჭიდან, 8 წლით გაუშვეს ციმბირში. ეს არის უპატიებელი ცოდვა “ამნისტიის” შემსრულებლების.












კომენტარები