ვანო ხვედელიძე, ბერას კომპანიების დირექტორი და ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, “შაბათის ეთერთან” ადასტურებს, რომ გასულ ოთხშაბათს, თბილისი-შანხაის რეისით ქვეყანა ნამდვილად ივანიშვილის ვაჟმა დატოვა. თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, ივანიშვილის ვაჟთან ერთად მინიმუმ 12 კაციანი შემადგენლობა გაფრინდა – ცოლი, შვილები, ძიძები და სხვა დამხმარე პერსონალი.
ვიდრე ბერა ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვებდა, მისი სახელი არა ერთ ხმაურიან ამბავს დაუკავშირდა.
დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დაკავებას მოჰყვა ეჭვი რომ ეს, ბერა ივანიშვილთან შესაძლო კონფლიქტს უკავშირდება,. ტყუპების სახელით გავრცელებული წერილების ადრესატი ბერას პროდიუსერი ამიკო ჯანელიძეა, რომელსაც სავარაუდოდ ტყუპი ძმები მომხდარის გამო ბოდიშს უხდიან და ციხიდან ერთ ერთის გათავისუფლებას სთხოვენ.
ამასთან, 19 ოქტომბერს დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ თქვა რომ მისი შვილები ციხეში სცემეს და ხელი დაადო “კაწროს”, იგივე ავთანდილ ბილანიშვილს, რომლის შვილის ნათლიაც ბერა ივანიშვილია. ასევე კრიმინალურ ავტორიტეტს ვატო ყიფიანს და მათთან ერთად კიდევ სამ პირს. მაშინ ნინო აბრამიშვილი ირწმუნებოდა, რომ ინტერესის საგანი, მისი შვილების ტელეფონში შენახული ინფორმაცია იყო და პირველად ახსენა სიტყვა კომპრომატები.











კომენტარები