• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბერ გაბრიელზე პირველად იქ გავიგე ეს გურამ დოჩანაშვილისგან” – ნუგზარ წიკლაური

ალია ავტორი - ალია
00:55 09-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,351

ნაცმოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური:

ბერი გაბრიელის სახელი უწოდებიათ რუსული სამხედრო შენაერთისთვის, რომელიც მშვიდობიან უკრაინელებს ხოცავს. ცინიზმიცაა და ცინიზმიც…

1990-იან წლებში ბევრჯერ შევხვედრივარ ბერ გაბრიელს ჩემი მეგობრის – ირაკლი ანთელავას – სახლში. თითქმის ყოველთვის იქ იყო გურამ დოჩანაშვილიც. ალბათ ცოტა რამ თუ დამამახსოვრდა ჩემს ცხოვრებაში ისე მკაფიოდ, როგორც მათი საუბრები რუსეთზე, ზვიადზე, მერაბზე, ქართული ეკლესიის დასამხობად მიმართულ რუსულ მცდელობებზე, ტრაქტატზე, ბოლშევიკებზე და დისიდენტურ მოძრაობაზე.

პირველად იქ გავიგე გურამ დოჩანაშვილისგან, რომ 1965 წლის 1 მაისს ბერმა გაბრიელმა პროტესტის ნიშნად თბილისში, საქართველოს სსრ მთავრობის სახლის წინ (დღევანდელი პარლამენტის შენობა), საბჭოთა მასშტაბური დემონსტრაციის დროს, ცეცხლი წაუკიდა ლენინის თორმეტმეტრიან პორტრეტს, რის გამოც კგბ დააპატიმრა და დატანჯა.

ერთხელ, ჩეჩნეთში წასვლის წინ, დამიძახა და ზვიად გამსახურდიასათვის გადასაცემად სიტყვა დამაბარა რუსების ზნეზე და ავკაცობაზე; რასაც გეუბნები, მარტო ზვიადს უთხარიო.
ჩავედი და ვუთხარი ზვიადს, – მამა გაბრიელმა რაღაც დამაბარა თქო. – რომელმა გაბრიელმაო? რა დაგაბარაო? მეც ვუთხარი, – ასე და ასე თქო… – გაბრიელ ურგებაძე იქნებოდაო, კომუნისტების დროს, ბავშვებს რო არ მინათლავდნენ, ეგღა იყო, ვინც არ გვერიდებოდა და გვერდით გვედგაო. – იცინოდა, იცის მაგან, რუსები რაც არიანო…

აი, რანი არიან რუსები და გარუსებული ქართველები – ამ კაცის სახელი დაარქვეს რუსულ ბატალიონს და რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, იმ ბოროტებასთან დააკავშირეს.

მის სახელს არაფერი დააკლდება, უბრალოდ ის გამახსენდა, ზვიადმა რომ თქვა: იცის გაბრიელმა, რუსები რაც არიანო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved