• რეკლამა
  • კონტაქტი
08:36, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის, რცხვენია და სიცხე მაქვსო, აბარებს…”

ალია ავტორი - ალია
17:49 09-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, წერს:

„წუხელ დარდად ჩამყვა და ახლა მოგიყვებით, რასაც ამ გზა-გზა, სოფელ-სოფელ ხეტიალისას ვნახულობ და ვისმენ. ცოტა შორიდან მოგიყვებით: ისე გავიზარდე – მშობლები, რომლებიც მოულოდნელად გაღარიბდნენ, ისევე, როგორც სხვები იმ უმძიმეს წლებში, წელზე ფეხს იდგამდნენ.

თვითონ იკლებდნენ და მე არ მშიოდა. არც მციოდა. მამაჩემი თხილის ხისგან მშვილდისარს რომ მიკეთებდა, ამითისრის სროლას კი არა, სიხარულს მასწავლიდა. ირგვლივ გამქრალ და მივიწყებულ სიხარულს. სიგარეტს აღარ ეწეოდა და იმ დაზოგილი ფულით, ცხრა ქუჩის გადაღმა მივდიოდით, საღეჭი რეზინი რომ გვეყიდა.

ის გზა, სახლიდან ტონიას ბუტკამდე, ბედნიერების პირველად შემჩნევის და განცდის გზა იყო. მაგრამ ცხადია, ბევრი რამ მაკლდა. ძალიან ბევრი. მეტს საბანი ვერ წვდებოდა. და ზუსტად, ძალიან ზუსტად ვიცი, რომ ის ოცნებები, რაც მაშინ მქონდა, ის სურვილები, რაც მაშინ დამებადა, ახლა მთებიც რომ გადავდგა, ვეღარ ახდება.

აბა, რად მინდა დღეს ჯინსის შარვალი ჯიბეზე მიქარგული ფეხბურთელით? არ ჩამეტევა. ან ტეტრისის ყუთი? ათასიც რომ ვიყიდო, უსიხარულო იქნება ეს ამბავი.

ბავშვობას ვერსად აინაზღაურებ. ცრუ იმედია. სულ ტყუილია იმის დასაყრდენებაც, რომ სირთულეში გაზრდილები უფროდიდ სიმაღლეებს წვდებიან. კი, წვდებიან, მაგრამ ეს ბავშვობას ვერ შველის. ბავშვობა დგას ზურგს უკან და ჩამქრალი თვალებით გიყურებს. შენ სხვა ხარ და ის სხვა.

სულ მძულდა სიტყვა “უნდა”. ყოველთვის გავურბოდი. ახლაც. სხვისი ნაკარნახევის აუცილებლობად ქცევის განზრახვა მგონია. მაგრამ არის დრო, როცა “უნდა” გარდაუვალია:

..ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.

..ბავშვებს არ უნდა სციოდეთ.

..ბავშვებს უნდა შეეძლოთ თამაში.

..ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა.

..ბავშვებს უნდა შეეძლოთ სიხარული.

რომელიმე პარტიის აღარც მთლად ნორჩი აქტივისტი გეგონეთ? არა! ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინც კვირაში ბარემ ათამდე სოფელს სტუმრობს. და იქ მესმის: ნიკას ინტერნეტი არ აქვს, არც კომპიუტერი, მასწავლებელი ურეკავდა მეზობლის ტელეფონზე და ასე კარნახობდა გაკვეთილებს.

ლელას რვეულები არ ჰქონდა და მეგობრის რვეულს იყენებდა, რომელიც მხოლოდ ცალ გვერდზე წერდა და მერე ლელას აჩუქა. მერე მეორეზე ლელა წერდა. ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის. ძალიან რცხვენია და სიცხე მაქვსო, მამიდას აბარებს. ობოლია, მამიდა ზრდის.

ნინის შოკოლადი უყვარს. იმ დღეს ოცნებების დახატვა ვთხოვეთ და დიდი მთა დახატა შოკოლადის ფილებით და მიაწერა: “ფული რომ მექნება, შიკოლათს ვიყიდი”. ლაშას, ეკა, ნოდარს, ლუკას, ლიკას, გვანცას…

ჩემი ცხოვრების გზის უმთავრესი განცდა ეს ბავშვები არიან. არც ეკრან-ეკრან ხეტიალს ვაპირებ და არც ბრტყელი სიტყვებით პირის გასველებას. ხედავთ, ალბათ, ძალიან ვერიდები საჯაროდ ამ ფორმით გამოჩენას, შოუებიდან მოძღვრას და სახეზე კამერის წინ ღრმა ფიქრის მორგებას.

ვერიდები, თუმცა ყველას ვთხოვ: ამ შოუს ხალხსაც და შოუს გარეთ მყოფთაც, პოლიტიკოსებსაც და მათ მოძულეთაც, დიდი და უფრო დიდი ფულის მქონეთაც – ეძებეთ ასეთი ბავშვები. ეძებეთ. იოლად იპოვით. უბრალოდ თვალი გაახილეთ და გვერდით გაიხედეთ.

ბავშვებს დახმარება სჭირდებათ.

ბავშვებს დახმარება უნდათ“

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved