• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბედნიერი ხალხი და დაბოღმილი „ოცნება“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
17:55 09-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
916

ჟურნალისტი, თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

“ბედნიერი ხალხი და დაბოღმილი „ოცნება“
„ოცნებას“ ხალხი რომ არ უყვარს და შესაბამისად, ხალხისთვის გაკეთებულ კარგ საქმეზე ნერვები რომ ეშლება, ეს ახალი არ არის, მაგრამ ის, რაც ხელისუფლებამ უფრო ზუსტად, სახელისუფლებო მედიამ იკადრა, სრული მარაზმია და ყოველგვარ ზღვარს სცილდება. საქმე კი შემდეგში გახლავთ:
წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მუნიციპალიტეტის სოფელ ქალაღალში, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საზღვართან მდებარეობს, სამანქანო ხიდი გახსნა. სხვათა შორის, ეს ის ხიდია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, დიდ სტიქიას გაუძლო. ხიდის გახსნაზე „თაიმერიც“ იმყოფებოდა და ჩვენმა ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორი კმაყოფილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა.
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხიდი სოფლის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით აღდგა, ანუ ხალხს თავად უნდოდა ეს ხიდი, რადგან სანამ რეაბილიტაცია მოხდებოდა, მოსახლეობა იძულებული იყო, ცენტრამდე მისასვლელად კალოშები და „ვალინკები“ ჩაეცვა.
არაფერს ვიტყვი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით ამ და მსგავს დასახლებებში, საოკუპაციო ზოლთან ცხოვრება: სულაც რომ ერთი ოჯახი იყოს დარჩენილი, იმ ოჯახის საჭიროებებზე ყველა უნდა ვზრუნავდეთ.
იმაზეც არაფერს ვამბობ, რომ სხვა დროს სახელისუფლო მედიას ქალაღალელების პრობლემებით არც კი დაინტერტესებულა.
მოკლედ, დღეს ხალხს იქ მთავარი პრობლემა მოგვარებული აქვს, მით უმეტეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხიდის გახსნაზე განაცხადა, რომ ოქტომბერში 6-კილომეტრიანი გზაც დაიგება.
ერთი სიტყვით, ხიდის გახსნით სოფელ ქალაღალის მოსახლეობა კმაყოფილია. სამაგიეროდ, უკმაყოფილო და უბედური „ოცნება“ და მისი პროპაგანდისტები არიან, რომელთაც ხიდის გახსნაზე ამაზრზენი პასკვილი გამოაცხვეს.
ზოგადად, ნათქვამია, ვირის წიხლი საწყენი არ არისო, ჰოდა, არც ეს პასკვილია საწყენი, მაგრამ ჯერ ერთი, „ოცნებამ“ ან მისმა პროპაგანდისტებმა აქამდე სოფელ ქალაღალის არსებობა თუ იცოდნენ, ახლა ენები რომ წაუგრძელებიათ და ათას სისულელეს როშავენ?
მეორეც, იმის მაგივრად, რომ „ოცნება“ ხალხის გვერდით იდგეს, იმაზეც ვენებს იხსნის, კარგ საქმეს სხვა, ამ შემთხვევაში, წალენჯიხის მერია თუ გააკეთებს.
ამბობენ, ბოღმიანები ფსიქიურად ავადდებიანო. ჰოდა, წალენჯიხის მერია ხალხის გვრდით დგომას გააგრძელებს, თქვენ კი, ბოღმიანებო, გირჩევთ, ფსიქიატრს ახლავე მიმართოთ, ეგებ, თქვენი მდგომარეობა მედიკამენტებმა მაინც შეამუსუბუქოს, თან წეღანდელი თქმისა არ იყოს, გაითვალისიწნეთ, რომ ვირის წიხლი საწყენი არ არის.
ახლა თავად გადაწყვიტეთ – სახედრის როლის მორგება გირჩევიათ თუ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე მყოფის?!
წყლისა და ქარის მიერ წაღებული ხიდები და ბეტონის ასფალტის (რა თქმა უნდა თქვენ მიერ დაგებული) ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს….
ახლა გთავზობთ ქალაღალიდან “თაიმერის” მიერ გადაღებულ ვიდეომასალას.
ვოტ ტაკ! #სარკო!
არაფერს არ გაგიტარებთ!”
http://
თეგები: ბერდია კალანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved