• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვებს ართმევენ ღარიბ მშობლებს – ეს ლეკიანობაა, ომი გამოუცხადეს ოჯახებს”

ალია ავტორი - ალია
01:18 08-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

რეჯისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მერამდენე ბავშვი წაართვეს უკვე მშობლებს.

ეს მართლაც ლეკიანობა გაგრძელებაა იმ 30 წლიანი ომის, სისტემამ რომ საკუთარ მოსახლეობას გამოუცხადა ყველა მიმართულებით.

და მაინტერესებს, სად გადის ის ზღვარი, რომლის იქეთ, წესით, უკან დასახევი გზა არ უნდა გვქონდეს. საზოგადოება ჯიუტად არიდებს თვალს ამ წითელ ხაზებს, თორემ ჯერ კიდე 2016 წელს გააპროტესტებდა იმ კანონის შემოღებას, რომლის საფუძველზე სოციალურ მუშაკს უფლება აქვს სასამართლოს გარეშე ჩამოართვას შვილი საკუთარ მშობლებს და სულ ყოფითი მიზეზების გამო.

თუ ბავშვს დროულად, ან საერთოდ არ ჩაუტარეს აცრა, თუ შია ბავშვს, ხშირად თუ ავადმყოფობს, თუ ტირის, თუ დახეული ტანსაცმელი აცვია, თუ ოთახში სივიწროვეა, თუ ოჯახში დაძაბული ურთიერთობებია და სწორედ იმის გამო, რომ ლუკმაპურის ფული არა აქვთ.

ნებისმიერი ამ მიზეზთაგანი შეიძლება მონახოს ნებისმიერ ქართულ ოჯახში სოციალურმა მუშაკმა თუ ძალიან მოინდომებს, და რომ მოინდომებს ეჭვი არ შეგეპაროთ. ტყუილად არ ღებულობენ ხელფასს, ტყუილად კი არ ატრენინგებენ…

გასაგებია, რომ არის მომენტები, როცა მართლაც აუცილებელია განარიდო ბავშვი ოჯახს, მაგრამ სასამართლოს გარეშე? ვიღაც სოცაგენტი რო ჩათვლის ამას საჭიროდ? და დავანგრევინოთ ოჯახები? სხვა გამოსავალი არაა?

როგორ არაა, მილიონებს რომ ფანტავს ხელისუფლება ათას უაზრობაში, სოციალურად დაუცველებს რომ მიხედოს ხომ შეუძლია, მაგრამ არა, ომი აქვს გამოცხადებული მოსახლეობასთან, და ურტყამს მთავარზე – ოჯახზე.

2016 -ში სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა ამ თემას, ისევე როგორც ანტიდისკრიმინაციულ კანონს, 2014 -შიც, სულ ოციოდე ადამიანი ვიდექით ქუჩაში, ისევე როგორც სხვა თემებზეც და რამდენ პრობლემას უნდა ვუყეფოთ ? ან რამდენ წართმეულ ბავშვზე უნდა მოაწყო აქცია?

არაა, პრობლემა, მოვაწყოთ, გავიდეთ ისევ ოციოდე, მაგრამ როდის უნდა მიხვდეს ხალხი, რომ ხელისუფლებას მისივე ხერხებით უნდა ეომო? კანონს უნდა ეომო კანონით!

რომ გვქონდეს ახლა რეფერენდუმით კანონის გაუქმების უფლება, ანდა დეპუტატის გამოწვევის უფლება, რამდენ ნაგავ კანონს დავახევდით თავზე ხელისუფლებას?

ბავშვებსაც მივხედავდით, დიდებსაც, განათლებასაც, სვანეთს და რაჭასაც, წყალში რომ გვიძირავენ, დატაცებულ წიაღისეულსაც, უცხოელებზე გაყიდულ მიწებსაც, სოროსსაც, შრომით კოდექსაც, უსამართლო სასამართლოსაც, და კიდევ რამდენი პრობლემა გადაიჭრებოდა ერთბაშად.

ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებია დასაკანონებელი.

ეს უნდა იყოს პირველადი, ამის გამო უნდა ეწყობოდეს აქციები!ამაზე რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა ისინი, ცალკეული პრობლემები რომ აქვთ “დასაკუთრებული”? ვერ ხვდებიან სადაა ამ პრობლემების სათავე? ან ისინი რატომ არ საუბრობენ ამ მექანიზმებზე, ვინც არჩევნებისთვის ემზადება? არ აწყობთ? არავის უნდა არჩევიდან სამიოდ თვეში რომ დააპანღურონ, ხომ?

კარგით იმათ არ აწყობთ, და ხალხს? ვინ უნდა აირჩიოს, ამაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ხალხი, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი იმისგან, ვისაც ირჩევს!

რადგან სისტემაა ისეთი, ანგელოზიც რომ მოხვდეს პარლამენტში, ისიც კი გათახსირდება. ჯერ არ გათახსირებულან, თუ რა?

ნუ, კარგი, ამ მექანიზმებამდეც მივალთ, დღეს კი რეაქცია აუცილებელია, თითოეული ბავშვი დასაცავია.

აქცია დაუანონსებიათ, ხუთშაბათს, 2 საათზე. სოცსააგენტოსთან.

მე პირადად ვუერთდები პროტესტს.”

თეგები: გუჯა ბიძია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved