• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 მოსწავლე ამავე სკოლის 2 მოსწავლეს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა – მათ ჯგუფურ ყაჩაღობას ედავებიან

ალია ავტორი - ალია
10:23 07-09-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 მოსწავლე ამავე სკოლის 2 მოსწავლეს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა – მათ ჯგუფურ ყაჩაღობას ედავებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც საქმის მასალებში წერია სკოლის 5 მოსწავლე ბიჭი ამავე სკოლის 2 მოსწავლე ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთი ქუჩაზე “წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა” ამავე დოკუმენტების მტკიცებით, თავდამსხმელებმა სკოლის მოსწავლეებს “ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა“.

“ბათუმელები” წერს, რომ 2024 შემთხვევა 2024 წელს მოხდა. ბრალდებული არასრულწლოვანები სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული.

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია.

“ის თანხა მოსთხოვეს, რაც ჯიბეში ექნებოდათ, ამაზეა ლაპარაკი, ეს იყო უბრალოდ კამათი და ჩხუბი არასრულწლოვან ბავშვებს შორის, სკოლის მოსწავლეებს შორის და არა მატერიალური სიკეთის მიღებაზე… დაზარალებული თავგამოდებით ამტკიცებს, ეს არის ყაჩაღობაო და ეს გაიზიარა პროკურატურამ. კამათსა და კონფლიქტზე ყაჩაღობის ბრალდების წაყენება არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. არამართლზომიერია პროკურატურის ასეთი მიდგომა არასრულწლოვანთან მიმართებით. აქ შესაძლოა ყოფილიყო ძალადობაზე საუბარი, რომ შესაძლოა არასრულწლოვანმა ტკივილი განიცადა, მაგრამ ყაჩაღობა არის დაუშვებელი. ჯერ ფულადი თანხა არ ჰქონია არასრულწლოვანს და მერე რა თანხა უნდა მოეთხოვათ? არც თანხა არის ამოღებული, თანხა არ წაურთმევიათ და ამიტომ ეს ბრალი არის აბსურდული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს… ჩხუბი და შეხლა-შემოხლა გვქონდა, მანამდე შეურაცხყოფა მომაყენეს და ამიტომო”, – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე “ბათუმელებთან”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved