• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბასილაშვილის დედამ პროცესზე არავთენტური მასალა წარმოადგინა” – პროკურორი

ალია ავტორი - ალია
21:07 10-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,759

დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ და წაიკითხა ყოფილი რძლის ე.წ. შეტყობინებები.

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა განაცხადა:

“რაც შეეხება ბრალდებულის დედის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ბრალდებულის დედას გამოძიების ეტაპზე, მათ შორის, ბრალდებულის მხრიდან მიეცა წინადადება, რომ მის ტელეფონში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარედგინა მათთვის, თუმცა მას არ წარუდგენია და დღევანდელ პროცესზე სრულად არაავთენტური დოკუმენტაცია იქნა წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს დოკუმენტაცია ვერ შეფასდება, როგორც მტკიცებულება, თუმცა ის მიმოწერა, რასაც ბრალდებულის დედა აჟღერებდა, არ არის წინააღმდეგობაში დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან.

დაზარალებულმა მოგვაწოდა ის ჩანაწერები, რაც ეხებოდა უშუალოდ საქმის გარემოებებს. დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ჩანაწერებში არ ყოფილა დღეს ბრალდებულის დედის მიერ მოწოდებული ჩანაწერები, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშანს სანდოობასთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით“

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა. მან დეტალურად მოჰყვა ნელი დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

მან პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა.

“გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“,- წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას, ნაჭყებიასვე მტკიცებით.

თეგები: ნეკა დოროყაშვილინიკოლოზ ბასილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved