• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბანკიდან ერთი ლარიც არ გამოგვიტანია სესხად” – რაში ითხოვს დახმარებას ყიფშიძეების ოჯახი და ვინ უგზავნის მათ მუქარის წერილს?

ალია ავტორი - ალია
16:38 03-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში, წერს:

“უღრმესი მადლობა ყველას იმ დიდი გვერდში დგომისთვის, რასაც გამოხატავთ ჩემი ოჯახის მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე თანხის შეგროვებას აზრი არ აქვს, რადგან ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოსულია სხვა ქვეყნიდან, დიდი ალბათობით მისთვის ნაკლებად ღირებული და უცხოა, წინაპრებისაგან მიღებული მემკვიდრეობა რამდენად ძვირფასი შეიძლება იყოს ადამიანისთვის. მას მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება სურს, იმ სახლიდან, რომელშიც ჩემი წინაპრების ოთხი თაობა ცხოვრობდა და გადმოგვეცა მემკვიდრეობით, არ გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვისყიდოთ ჩემი წინაპრების სახლი, დავუბრუნოთ მისი გადახდილი თანხა სრულად, ბოლო თეთრამდე, რაც მან გადაიხადა, იმ გაურკვეველ აუქციონზე, სადაც ჩვენ უნდა გვქონოდა პრიორიტეტი შეძენისას და გამოსყიდვისას, როდესაც ბანკმა სიტყვიერად მოგვცა დაპირება, რომ გვექნებოდა ერთი წლის ვადა გამოსყიდვისთვის და ერთ კვირაში მოაწყო სასწრაფოდ, გაურკვეველი მიზეზებით, აუქციონი და მიყიდა ჟან ფრედერიკ პოლსენს (Jean Frederic Paulsen).

არ მოგვეცა საშუალება, ჩემი დიდი ბაბუის დატოვებული სახლი დამებრუნებინა, რასაც ბანკი გვიყიდიდა, იმ ადამიანების გამო, ვინც აიღო ბანკიდან სესხი, ჩვენი სახლის უზრუნველყოფით და ხელი მოგვაწერინეს მოტყუებით, როდესაც ჩვენ სხვა ინფორმაცია გვქონდა, რომ მივაქირავეთ კომპანიას, საიდანაც უნდა აგვეღო ქირა და ბანკიდან ჩვენ ერთი ლარიც არ გამოგვიტანია სესხად.

თქვენი გვერდში დგომა და დახმარება გვჭირდება იმაში, რომ ეს ადამიანი, ჟან ფრედერიკ პოლსენი (Jean Frederic Paulsen), მივიყვანოთ იმ აზრამდე, რომ თავისი გადახდილი ფულის უკან დაბრუნების საშუალება მოგვცეს და ამის სანაცვლოდ დაგვიბრუნოს ჩემი ოჯახის წინაპრების დატოვებული სახლი. არ ვთხოვთ ჩვენ მას, რომ რაიმე გვაჩუქოს, რაიმე ფინანსური ზიანი მიადგეს მას, ან ვინმეს, უბრალოდ, მოგვცეს საშუალება, რომ გამოვისყიდოთ ჩემი ოჯახის ბინა. რაც ყველაზე გასაკვირი და შეურაცხმყოფელია, ეს ადამიანი, ჟან ფრედერიკ პოლსენი (Jean Frederic Paulsen), დღემდე ცდილობს, კიდევ ჩვენ დაგვაკისროს ვალი, (რასაც ადასტურებს მუქარის წერილი, რომელიც მისმა წარმომადგენლებმა გამოგვიგზავნეს) იმის გამო, რომ ჩვენ თურმე ხელს ვუშლით მას ამ სახლში ბიზნესინტერესების განხორციელებაში”.

თეგები: ზურა ყიფშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved