• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბანკებს პროცენტი კი არ შეუჩერებიათ, გადაუვადებიათ, შეჩერება აზრადაც არ მოსვლიათ”

ალია ავტორი - ალია
19:03 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ფიზიკური პირი, თუ იურიდიული, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უნდა შეუჩერდეთ საპროცენტო გადასახადები და ეს უნდა იყოს არა ბანკების კეთილი ნება, არამედ ეს უკვე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

„13 მარტს თითქოს გაცხადდა, რომ კერძო პირებს სამი თვის განმავლობაში  პროცენტები შეუჩერდებოდათ, მაგრამ ეს აღმოჩნდა პროცენტების მხოლოდ გადავადება და შეჩერება აზრადაც არავის მოსვლია. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს რომ კომერციული ბანკები არ ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგით.

ამიტომ, მე მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ ეს იყოს უკვე არა ბანკების კეთილი ნება, არამედ სახელმწიფომ უნდა შეძლოს  ჩარევა მათ საქმიანობაში და ის პერიოდი, რომელიც ქვეყანაში პრაქტიკლულად პარალიზებულია ეკონომიკისთვის, გამოცხადდეს ფორს მაჟორულად და ნებისმიერ ადამიანს, ფიზიკური პირი  იქნება ეს თუ იურიდიული, შეუჩერდეთ პროცენტები. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მით უმეტეს, რომ აქ არავინ საუბრობს ძირი თანხების ჩამოწერაზე.

როდესაც საპროცენტო შენატანები, საერთაშორისო ვაჭრობა, ტურიზმი გაჩერებულია, მაშინ საიდან ჩნდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოთხოვნა დოლარზე?! გამოდის კომერციული ბანკები ახდენენ ამ ყველაფრის მანიპულირებას და სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის.

მოკლედ, ბანკები და სააფთიაქო ქსელები საქართველოში, ვერაფრით მიეჩვივნენ, რომ მსგავს ფორს მაჟორულ სიტუაციაში მაინც იცხოვრონ საერთო სახალხო ინტერესებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ საკუთარი გამდიდრების ინტერესებიდან გამომდინარე.

მთლიანობაში კი, დღეს მთავრობას ეკონომიკური გუნდიც არ ჰყავს და სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ეკონომიკური პროფილის მინისტრების ჩანაცვლებაზე, თუ გვინდა, რომ მეტ-ნაკლებად სიმშვიდე და გარკვეული სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved