• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაიდენის საიდუმლო განკარგულება – “პენტაგონი აქამდე ამის წინააღმდეგი იყო” – მედია

ალია ავტორი - ალია
14:15 07-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიდუმლო განკარგულება გასცა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შესახებ მტკიცებულებები ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცენ. ინფორმაციას The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

The New York Times-ი წერს, რომ მაღალჩინოსნების აზრით, ბაიდენის ეს გადაწყვეტილება ამერიკის პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებაზე მიუთითებს.

“ჩინოსნები აღნიშნავენ, რომ მანამდე პენტაგონი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან პრეცედენტის შექმნა არ სურდა, რომელიც შემდგომში ამერიკელი სამხედროების დევნას შეუწყობდა ხელს. ბაიდენის ასეთი გადაწყვეტილება მრავალთვიან წინააღმდეგობას წერტილს უსვამს. ამასთან, უცნობია რამ უბიძგა აშშ-ის პრეზიდენტს ეს ნაბიჯი გადაედგა”, – წერს The New York Times-ი.

The New York Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შეაგროვეს ინფორმაცია, მათ შორის იმის შესახებ, რომ რუსმა ჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განგებ მიეტანათ.

დოკუმენტები მოიცავს ასევე დეტალებს იმის თაობაზე, რომ რუსებს გამიზნული ჰქონდათ ათასობით უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მასალებში წერია, რომ ამერიკელმა სპეცსამსახურებმა გარკვეული დეტალები უკრაინელ პროკურორების უკვე მიაწოდეს, თუმცა თავს იკავებდნენ იმისგან, რომ ინფორმაცია ჰააგაში გადაეცათ.

მიმდინარე წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

 

თეგები: ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved