ამ წუთებში კინოცენტრის მოქმედი თანამშრომლები: მსახიობები, ოპერატორები, რეჟისორები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და კობა ხუბუნიასგან და ბაჩო ოდიშარიასგან პასუხებს ითხოვენ.
თანამშრომლები რორგანიზაციის დაუყოვნებლიც შეწყვეტას ითხოვენ და დარწმუნებულები არიან, რომ კინოცენტრში ციხიდან გადასული კადრის მიზანი წულუკიანის დავალების შესრულებაა, რაც რეპრესიებს უკავშირდება.
პირველ რიგში, უნდა შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც ადასტურებს ბაჩო უფროსი და კობა უფროსი არ ადასტურებს. ის, რა ბინძური პოლიტიკაც მიდის და ეს კამპანია, რომ თითქოს კონიცენტრის დაფინანსებული ფილმები არაფერს აკეთებდა და ნაგავში იყრებოდა ფული, ერთადერთი პრობელმა, რასაც შეიძლებოდა ეს გამოესწორებინა ეს იქნებოდა მცირე დაფინანსება და არა რეორგანიზაციას და არა ციხის ყარაულის დანიშვნას და არა გესტაფოს და გებელსის რეინკარნაციის ჩინურ ვარიანტებვს – ბაჩო ოდიშარიას სახით,“ – ამბობს გიორგი თავართქილაძე.
უკვე მეოთხე დღეა, კინოცენტრის თანამშრომლები წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ ახალი ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დიალოგში გაყვეს.
ფოტო – ტვ პირველი
კომენტარები