საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იურმუღანლოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის კაცი ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადასვლას ცდილობდა.
ავტომანქანის მძღოლი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ კაზლარიდან არის და იორმუღანლოში, ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.
კომენტარები