მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვანთან გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოძრაობა შეზღუდულია. 6 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო შეეჯახა, ინერციით კი ერთ მწკრივში მოძრავი კიდევ 4 მანქანის შეჯახება მოხდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კომენტარები