ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – სურსათის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა ჭერემის მაღალმთიან დასახლებაში მოხდა.
ავტომობილში, სავარაუდოდ, უწყების ორი თანამშრომელი იჯდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იმყოფება.
კომენტარები