ავარია გარდაბანი-რუსთავის გზაზე – ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
გარდაბანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბოტანიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომობილი გზის პირას მდებარე ელექტრობოძს შეეჯახა, მეორე ავტომობილი კი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ავარიის შედეგად ორივე მძღოლი მძიმედ დაშავდა. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.











კომენტარები