• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აუდიტი: ბათუმში 2 წელში რესტორნის, საჩუქრების და ტრანსპორტირებისთვის ₾84 781 დაიხარჯა

ალია ავტორი - ალია
13:23 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებიდან წარმომადგენლობითი ხარჯების სახით 84 781 ლარი დაიხარჯა. 

2019 წელს გახარჯულია 70 008 ლარი, 2020 წელს კი – 14 773 ლარი. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ეს ხარჯები ძირითადად რესტორნის, სასტუმროს, ტრანსპორტირების და საჩუქრების შესყიდვის ხარჯებს მოიცავს. 

ამასთან, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ფაქტობრივმა ხარჯებმა შეადგინა 561 462 ლარი.

აუდიტის სამსახური ხაზს უსვამს, რომ 2020 წელს ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, წინა წელთან შედარებით, მკვეთრად – 146 530 ლარით გაიზარდა, რაც კორონავირუსმა განაპირობა –  ბათუმში მოწყობილი საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის თანხა ბათუმის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა.

აუდიტის სამსახური ანიშნავს, რომ საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის რაციონალურ ხარჯვას.

კერძოდ, როგორც ანგარიშში წერია, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლინდა 65 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

ამ შემთხვევებზე ვერ იქნა წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი ავტომობილის ყოფნის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

“ამ პირობებში გახარჯულია 4043 ლარის ღირებულების 41 980 ლიტრი საწვავი, რაც წარმოშობს საწვავის არამიზნობრივად ხარჯვისა და ტრანსპორტის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს”. – წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში. 

აუდიტის სამსახურის დასკვნით, წარმომადგენლობითი ხარჯების მართვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას – მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20 916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.

“აღნიშნული ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელის შემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას”. -აცხადებს აუდიტის სამსახური. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved