• რეკლამა
  • კონტაქტი
18:48, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აცახცახებულს უცებ ვიღაცამ ჩამჭიდა ხელი” – რა ხდება აქციებზე – თამარ ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
17:09 12-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
697

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:

გუშინ ღამე, პარლამენტის უკან, ოთხი ქალი ვიდექით ხარებას რუსების პირისპირ, მათ უკან წყლის ჭავლის მანქანა იდგა… სრულიად მოულოდნელად, სუსხიანი ღამის საათებში, ცივი წყლის ნაკადი ჩვენსკენ მომართეს. ამ დროს, გულში ყოველთვის ვლოცულობ – იმდენი ძალა მომეცეს, რომ რუსების წინაშე არ დავეცე, არ შევრცხვე, წყალს და სიცივეს არ დავეძებ, არ ვჩივი… თუმცა, როცა მე რუსების წინაშე სხეულის წონასწორობის შენარჩუნებაზე ვფიქრობ, თურმე სრულიად უცნობი ადამიანები ფიქრობენ ჩემზე, ჩვენზე – მომიტინგეებზე. გუშინ ღამითაც ასე იყო – გაყინულებს, სველებს, ოთხ ქალს და ჩვენს უკან მდგომ ქართველებს ხარებას მხდალი კაცუნები საცემრად გამოგვეკიდნენ. ამ დროს, აცახცახებულ (სიცივისგან და არა შიშისგან‼️) ხელებზე სითბო ვიგრძენი, ვიღაც მძლავრად ჩამეჭიდა და სადღაც მიმათრევდა. ღამე იყო და სახეს ვერ ვარჩევდი. წინააღმდეგობა არ გამიწევია, გავთბი… მესმოდა სიტყვები “ჩქარა, ოთახებში შედით. შემოსასვლელი სივრცე შეიძლება ბევრს დასჭირდეს”. რამდენიმე წამში მე და ჩემი მეგობარი ანი ნათელ, თბილ გარემოში აღმოვჩნდით, ბევრი მერხი იდგა… იაპონური ენის ცენტრში ვიპოვეთ საკუთარი თავები .

როცა მიმოვიხედე ფიზიოლოგიური ხსნარი, სამედიცინო ნივთები, ცხელი ჩაი/ყავა და ორცხობილები ერთი მერხის მაგიდაზე შევნიშნე. დახმარებას გვთავაზობდნენ, დაპურებას. ამის ინიციატორი იაპონური ცენტრის მენეჯერი, უსაყვარლესი ქალბატონია, რომელსაც ცხადია, მადლობა გადავუხადე, მაგრამ დაბნეულობისგან სახელი ვერ ვკითხე… მალევე მომიტინგეებს შევუერთდით, ჩვენებთან გვეჩქარებოდა. როცა გარეთ ქართველებს რუსები ურტყამენ, კომფორტულ გარემოში ვერ გაძლებ ადამიანი…

ხალხო, ამ უმძიმეს დღეებში სულ სხვანაირია საქართველო, ყველაზე ერთიანი – მე შენ ვარ და შენ – მე ❤️ ყველამ დაივიწყა პირადი პრობლემები, მძიმე ყოფა, სიდუხჭირე. პარლამენტის მიმდებარედ, ძველი შენობების მცხოვრებლები აქტიურად გვიღებენ თბილისური ეზოების ჭიშკრებს, სადარბაზებისა და ბინების კარებს. როცა საცემრად მოგვსდევენ ხარებას რუსული ლეკვები საქართველოს მოქალაქეები – ქართველები და არაქართველები ქართულად გვეხმარებიან, გვამხნევებენ, სახლის და გულის კარს გვიღებენ და ცხელ ჩაის გვთავაზობენ, დასვენებისაც…

არასოდეს დამავიწყდება უკრაინელი ქალბატონი პატარა ბავშვებთან ერთად როგორ დგას ქუჩაში, რუსთაველზე, ძველი ფოსტის წინ, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან, 90-იანების ყველა ოჯახის ატრიბუტით ე.წ. გაზის ბალონით. მომიტინგეებს ცხელ ჩაის გვთავაზობს და გვაიმედებს, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად დაამარცხებენ რუსეთს და გავხდებით ევროპის ნაწილი.

სულ სხვა მუხტი ტრიალებს რუსთაველზე, ისეთი ერთიანია საქართველო, როგორც – არასდროს. ისეთი მადლიერები ვართ ქართველები ერთმანეთის, ისეთი ერთიანები რომ არდანებებისთვის ამაზე მეტს რომ ვერც ვინატრებდით…

ახლა, როგორია Gen Z ? საოცარი, სანატრელი თაობა, რომლის გვერდით დგომა პატივია. რეგიონები? რაიონები და სოფლები გამოდიან გარეთ, რუსებს დევნიან საკუთარი ჩიხებიდან, დაბებიდან, რაიონებიდან და ცხადია, საქართველოდან.

ჩვენი ქვეყანა 3000 წელზე მეტია დგას და იდგება დაუსრულებლად, ბობოქრობს უძველესი ერი და ვარ ამაყი, რომ ამ ბებერი საქართველოს შვილი ვარ. ამიტომაც ვიბრძვი გამარჯვებამდე. ამ გამარჯვების მუხტს ისევ ერთიანი ქართველები ვაძლევთ ერთმანეთს. გაუმარჯოს გაერთიანებულ ერს 🇬🇪 და ამ ქვეყნის მომავალს 🇬🇪🇪🇺

დიდება თავისუფალ საქართველოს ❤️

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved