• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ათენში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საბერძნეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:25 10-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

ათენში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საბერძნეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო მომხდარ ფაქტს ადასტურებს და წერს, რომ ცხედრის პოვნის შესახებ უკვე ეცნობა გარდაცვლილის ნათესავს. 26 ოქტომბერს ოჯახთან შეთანხმებით დაიწყო გადასვენების პროცედურები.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს საელჩოში მიმდინარე წლის 24 ოქტომბრამდე, მოქალაქე ლ.ს-ს გაუჩინარების ან/და გარდაცვალების თაობაზე, რაიმე სახის შეტყობინება არ შემოსულა, არც მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების, არც საბერძნეთის პოლიციის, რომელიმე სამედცინო დაწესებულების, პროზექტურის ან დამკრძალავი ბიუროს მხრიდან.

მნიშვნელოვანია გავითვალსწინოთ, რომ საელჩო ავტომატურად არ იღებს ინფორმაციას პირის გარდაცვალების შესახებ თუ არ მოხდა აღნიშნულის თაობაზე ინფორმირება ზემოაღნიშნული პირების ან/და უწყებების მიერ.

აქვე გაცნობებთ, რომ მხოლოდ 24 ოქტომბერს საელჩოს დაუკავშირდა ნათესავი, რომელმაც გვაცნობა, რომ 12 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონიათ კომუნიკაცია გაუჩინარებულ პირთან. ამასთან, არ ფლობდნენ ინფორმაციას გაუჩინარებული პირის ბოლო ადგილსამყოფელის, სამუშაო ადგილის ან ზუსტი საკონტაქტო ნომრის შესახებ. შესაბამისად, მათ გაეწიათ კონსულტაცია მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად უგზოუკვლოდ დაკარგული პირის მოძიების პროცედურების შესახებ. კერძოდ, ის რომ საბერძნეთის კანონმდებლობით, გაუჩინარებული პირის უახლოესმა ნათესავმა გაუჩინარებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ პირადად უნდა მიმართოს საბერძნეთის პოლიციას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ან საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ინტერპოლის სამსახურს.

მეორე დღეს, 25 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ლ.ს -ს შესაძლო გარდავცლაების თობაზე. ინფორმაციის მიღებისთანვე, საქართველოს საელჩო და ყველა კომპეტენტური პირი ჩაერთო მოქალაქის ცხედრის მოძიებაში და კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ნათესავთან.

იმავე საღამოს საელჩოს მიერ ატიკის რეგიონის ერთ-ერთ დამკრძლავ ბიუროში დადასტურდა ლ. ს-ს ცხედრის არსებობა და აღნიშნული ბიუროდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია ცხედრის იდენტიფიცირების მიზნით.

ცხედრის პოვნის შესახებ ასევე, ეცნობა გარდაცვლილის ნათესავს, ხოლო 26 ოქტომბერს ოჯახთან შეთანხმებით დაიწყო გადასვენების პროცედურები.

საელჩო გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავს იკავებს, გაასაჯაროვოს სხვა დეტალები”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის ათენში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 25 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თეგები: განცხადებაემიგრანტის გარდაცვალებასაბერძნეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved