• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ თამაშობს”; “ზელენსკის საფრთხე ემუქრება”; “ზელენსკი უნდა დავიცვათ” – გერმანული მედია ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების საუბარზე წერს

ალია ავტორი - ალია
21:11 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

გერმანული მედია Der Spiegel ავრცელებს სატელეფონო საუბრიდან ფრაგმენტებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა.

გამოცემის თანახმად, ჩანაწერი იმ სატელეფონო საუბრიდანაა, რომელიც გასულ ორშაბათს, 1 -ელ დეკემბერს გაიმართა, ფლორიდაში უკრაინულ დელეგაციასა და ტრამპის გუნდს შორის მოლაპარაკებების შემდეგ.

აღნიშნულ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტის გარდა ასევე მონაწილეობდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი; გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

გამოცემის ცნობით, საუბრის დროს მაკრონმა აღნიშნა, რომ “არსებობს შესაძლებლობა, რომ შეერთებული შტატები ტერიტორიების საკითხზე უკრაინას უღალატებს უსაფრთხოების გარანტიებზე სიცხადის გარეშე” და განაცხადა, რომ ის “დიდ საფრთხეს” ხედავს ზელენსკისთვის (გამოცემა არ აკონკრეტებს რა კონტექსტში გაჟღერდა ეს).

გამოცემის ინფორმაციით, მერცმა თქვა, რომ ზელენსკი უნდა იყოს “ძალიან ფრთხილად მომდევნო დღეებში” და აღნიშნა, რომ “ის [აშშ] თამაშობს თქვენთანაც და ჩვენთანაც”.

გამოცემის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა საუბრის ერთ-ერთი მომენტში თქვა, რომ “ჩვენ [ევროპელებმა] არ უნდა მივატოვოთ უკრაინა და ვოლოდიმირი ერთი-ერთზე ამ ხალხთან”.

“ვეთანხმები ალექსანდრს, ვოლოდიმირი უნდა დავიცვათ,” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, გამოცემის ცნობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved