• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აშშ-ს საელჩოს მბრძანებლური ტონი იმ შორეულ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან კომუნისტების ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
15:27 08-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„უსამშობლოები კოლონიზატორების საყრდენი პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს მოღალატეებს, ქვეყნის მტრებს ან უსამშობლოებს ეძახიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თანდათანობით მკვიდრდებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც მოღალატეობა, აგენტობა, მონობა ცუდი და მიუღებელი იყო, რუსეთის შემთხვევაში. აშშ ის-ევროპის შემთხვევაში კი აგენტობა მონობა, მათი ინტერესების შენს სამშობლოზე წინ დაყენება, არათუ ქვეყნის ღალატად, სირცხვილადაც არ ითვლება, პირიქით, სწორედ სამშობლოს “სიყვარულისა” და “პატრიოტიზმის” გამოვლენაა. სააკაშვილის მიერ საკუთარი სამშობლოს უარყოფა, მოქალაქეობის დაკარგვა, ვინმე დავით არახამიას (თუ ბრაუნის) გვარის შეცვლა, ქართულად ვერ მეტყველება, ნაცების სხვა ლიდერების (დავით საყვარელიძე, ზურა ადეიშვილი, გია გეწაძე, გიორგი ცხაკაია და სხვები) სხვა ქვეყნის პოლიტიკაში გადაბარგება, მოქალაქეობის დათმობა, საკუთარ სამშობლოდ უკრაინის არჩევა თურმე მყარად ჯდება პატრიოტიზმის განმარტებაში. უცხოელი პოლიტიკოსის, მით უმეტეს აშშ ელჩის ბრძანებებისა თუ ინსტრუქციების უსიტყვო მორჩილების (რასაც ბრძანების ფორმის შესაფუთად ნეიტრალურ სიტყვას – „რეკომენდაციას“ ეძახიან) აუცილებლობაზე ან მისაღებობაზე ეჭვის გამოთქმისთვის, გაკერებენ „რუსეთი აგენტისა“ და „მონის“ იარლიყს. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მონობის ყველაზე დამამცირებელი ფორმა სწორედ ის არის, როდესაც საკუთარი ნებით, ისეთ მორჩილებას უცხადებ “ბატონს”, რომ მისი ბრძანების თუ „რეკომენდაციის“ შეუსრულებლობა ან კითხვის გაჩენა დიდ ცოდვად და ქვეყნის ღალატად მიგაჩნია. დიდი აურზაურია ატეხილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, დათქმული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ნაცებმა და ხელისუფლებამ ცალ-ცალკე შექმნეს სამუშაო ჯგუფები. ნაცების შექმნილი ჯგუფის მომზადებულ პროექტს პარლამენტზე მიღების პერსპექტივა არ გააჩნია. ისინი საკუთარ ძალისხმევას მიმართვენ, დააჯერონ ხალხი, თითქოსდა საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, პარლამენტის მხრიდან, ოპოზიციის “ნაშრომის” არ გაზიარების შედეგია. არც ის მოსაზრებაა აზრს მოკლებული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცეს 2023 წელს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკანასკნელი არ გამოიყენოს კოზირად და არ გაანულოს ნაცების შანსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მზადებას, ამაში უკვე აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატები ელჩ დეგნანის სახით. სულ ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციების, თანახმად, აშშ-ს საელჩოს ინსტრუქციები (ფორმალურად – „რეკომენდაციები“) საქართველოს ხელისუფლებისადმი, მიმართულია, სასამართლო ხელისუფლების, ნაცებისა და საელჩოს სრულ გავლენაში მოსაქცევად. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ, საქართველოს დამოუკიდებლობას და მას ფაქტობრივად კოლონიური მმართველობის მარწუხებში აქცევს. აქედან გამომდინარე, სასამართლოზე „კლანი-კლანის“ ძახილის უკან მდგარა არა დამოუკიდებლობის სურვილი, არამედ საელჩოს მკაფიო ინტერესი, სასამართლო ხელისუფლება მოაქციოს საკუთარი კონტროლისა და მართვის ქვეშ. საერთოდაც, საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით არ ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ შორეულ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან კომუნისტების ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს და ქართული ხელისუფლებები მხოლოდ ბუტაფორიებად სჭირდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ამიტომ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან თანასწორობას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს პარტნიორებთან და ველიკოდერჟავულ ზემოდან ყურებას. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის იგნორირების პოლიტიკა, ძალიან შორს არის იმ ევროპული ღირებულებებისაგან, რომელთა დამკვიდრებისათვის, პარტნიორი ქვეყნების, გადასახადის გადამხდელმა უზარმაზარი თანხები ჩადეს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები მხოლოდ იმ კატეგორიის „ქართველი“ პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვისაა მისაღები, რომლებსაც ჩვენ უსამშობლოებს ვეძახით“

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved