საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ბოლომდე ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც, რასაც შეხვედრის მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. თუმცა, გრიგოლ ვაშაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება.
წყარო – 1 ტვ
კომენტარები