• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი ნაძირალა, უნამუსო, ამაზრზენი ექიმადწოდებულის ხელშია ჩვენი სიცოცხლე…” – რა მოხდა უროლოგიის ეროვნულ ცენტრში?

ალია ავტორი - ალია
02:16 06-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
520

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რუსკა ადვაძე, წერს:

“ღმერთო, რამდენი ნაძირალა და ნამუსგაწყვეტილი დაიარება და ამძიმებს დედამიწას… ერთმა ვიღაც ექიმადწოდებულმა უნამუსომ ისე მომიშალა ნერვები, ვეღარ ვმშვიდდები… იმის მაგივრად, რომ შეცდომაზე პასუხი აგონ და ბოდიში მოიხადონ, იქეთ გადმოდიან შეტევაზე. ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ ასეთების ხელშია ჩვენი სიცოცხლე, რადგან ექიმები მათ ქვიათ.
ამას წინათ მოვყევი და ისევ დავაკოპირებ ამ ამბავს და არ მივცემ დავიწყების უფლებას ამ ამბის შემოქმედებს, რომლებმაც ახლა ერთ ჯგუფში დამიწერეს, რომ ეს ამბავი მე შევთხზე.


ჩემს რძალს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, ე.წ. არამიანცის ტერიტორიაზე რომაა, თირკმელზე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მეოთხე დღეს გამოწერეს. არადა, დაზღვევით დაფინანსებული პაკეტი ბევრად მეტ დღეს ითვალისწინებდა. ანუ, გადახდილი უფრო მეტი იყო სადაზღვევოს მიერ, ვიდრე მოხმარდა. სახლში თავს ისევ ცუდად გრძნობდა, რის გამოც, ორი დღის შემდეგ ისევ ამ კლინიკაში დააწვინეს. მკურნალი ექიმი შალვა მშვილდაძე ხან გაიძახოდა, ჰემატომააო, ხან თირკმელი შეგუბდაო და ეს იწვევდა დისკომფორტსო, მაგრამ ორ დღეში ყველაფერი მოვაგვარეთო, გვითხრა და მეორე დღეს უნდა გამოეწერა, რომ ღამით გახდა ცუდად – სუნთქვა გაუჭირდა. სახლიდან ვურეკავ ამ იდიოტ მშვილდაძეს, სუნთქვა უჭირს და მიხედეთ-თქო. მაგას ისტერიული შეტევები აქვს, თორემ სუნთქვა კი არ უჭირსო, მპასუხობს. ღამე იყო და მორიგე ექიმი ვინმე მამუკა კუნჭულია გახლდათ. ამ კუნჭულიამ სინჯა, სინჯა და რომ ვერაფერი გაიგო, თავისზე “ჭკვიანი” კარდოლოგი გამოიძახა სხვა განყოფილებიდან. ხოდა, ეს “ჭკვიანი”, რომლის ვინაობაც ვერ მოვიძიე, თორემ აუცილებლად გეტყოდით, რადგან მიმაჩნია, რომ ერმა მათი სახელები უნდა იცოდეს, მეუბნება, მე კარდიოგრამა გადავუღე და დარწმუნებული ვარ, სადღაც რტომბი აქვსო. რადგან, თურმე ამ დიდებულ უროლოგიურ ცენტრში არც რტომბის ადგილმდებარეობის გარკვევა შეუძლიათ და არც მკურნალობა, გამოიძახეს კატასტროფის ბრიგადა, რომელმაც ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. აღმოჩნდა, რომ ჩივილების მიზეზი არც ტრომბია და არც ნევროზული ისტერიული შეტევა და სინამდვილეში, ეს ორმხრივი ძლიერი პნევმონია და სეფსისია.
უროლოგიურ ცენტრში კუნჭულია არაკაცს რომ ვკითხე, ვერ სუნთქავდა და ფილტვები რატომ არ მოუსმინეთ-თქო, მიპასუხა, მე უროლოგი ვარ, თერაპევტი კი არა, რომ გამეგო ფილტვებში რა ხდებოდაო, მე ჩემი საქმე ვიცი მხოლოდო. ანუ ამხელა კლინიკაში თერაპევტიც არ ჰყავთ, რომელიც პაციენტს ფილტვებს შეუმოწმებს, როცა ვერ სუნთქვას?! ჰო, კიდევ, იმ ღამემდე მშვილდაძემ მითხრა, რაღაც სითხე ჩანს, მაგრამ თირკმელთან არა, სადაც ჩვენ ვიმუშავეთ, უფრო ზემოთააო და ეს არაფერიაო. ეს სითხე იწვევდა სინამდვილეში ორგანიზმის მოწამვლას.
კორონავირუსის გავრცელების გამო, მე8-დან კლინიკა “ჯერარსში” გადაგვაყვანინეს, სადაც თითქმის ერთი თვე დაჰყო და ჯერ კიდევ მკურნალობს იქ დამართულის აღმოსაფხვრელად. ახლა ამ უროლოგიურის წარმომადგენელი, ვინმე ილია ყურაშვილი წერს, რომ ეს ამბავი მე მოვიგონე. არაფერი წმინდა აღარ არსებობს ამ არაკაცებისთვის?!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved