• რეკლამა
  • კონტაქტი
18:04, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ“ – გიორგი შენგელაია უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ალია ავტორი - ალია
18:53 02-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

ლეგენდარული რეჟისორი გიორგი შენგელაია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მშობლებთან – ნატო ვაჩნაძესთან და ნიკოლოზ შენგელაიასთან ახლოს დაკრძალეს. 82 წლის რეჟისორი უკანასკნელ გზაზე ოჯახის ახლობლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა გააცილეს. საფლავი პროტოპრესვიტერმა და სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქოს ტაძრის წინამძღვრმა მამა გიორგი ზვიადაძემ და მამა შალვამ აკურთხეს.

დაკრძალვაზე სიტყვით გამოვიდა რეჟისორის მეგობარი და კოლეგა – მერაბ კოკოჩაშვილი და კინოაკადემიის პრეზიდენტი, რეჟისორი ბუბა ხოტივარი. სამძიმრის წერილი გამოგზავნა პატრიარქმა, რომელიც მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც…

მერაბ კოკოჩაშვილი: – ბავშვობაში ფეხბურთი და კალათბურთი ერთად გვითამაშია. მოსკოვში ინსტიტუტის გუნდში ვთამაშობდით… იცით, გიორგი როგორი იყო? თუ რამე სჯეროდა და იცოდა, რომ გასაკეთებელია, მისთვის არ არსებობდა კედელი. მას გაარღვევდა. ის შემოქმედებაშიც ასეთი იყო. თუ მასთან რამეში დაპირისპირება მოგივიდოდა, მოინანიებდა და შენც მოგანანიებინებდა. არასდროს გაჩერებულა. წერდა, გადაცემები მიყავდა… ვერ დადიოდა, თუმცა მაინც მუშაობდა. 

საშა რეხვიაშვილი: – ასეთი შოკის დროს კომენტარის გაკეთება ძნელია. ჩვენ ვმეგობრობდით, ერთად ვსწავლობდით, ერთად ვმუშაობდით… უდიდესი რეჟისორი და უდიდესი პიროვნება გახლდათ. გარდაიცვალა, თუმცა გიორგი შენგელაია უკვდავია. 

იმედა კახიანი: – შენგელაიების დინასტია ქართულ კინოში ცნობილია. ბატონი ნიკოლოზით დაიწყო და შვილებმა ღირსეულად გააგრძელეს. გიორგი ამ დინასტიის ბრწყინვალე წარმომადგენელია. დიდი ფილმები გადაიღო. გიორგი ამბობდა, შევცდი, რომ გადავუხვიე „ალავერდობის“ და „ფიროსმანის“ ხაზსო. ამ ფილმებში საოცარი ხედვა გამოავლინა. მის ყველა ფილმს თავისი ადგილი უკავია. 

ლაშა თაბუკაშვილი: – უზარმაზარი ღვაწლი აქვს ქართულ კინემატოგრაფიაში. გარდა იმისა, რომ „ალავერდობისა“ და „ფიროსმანის“, მშვენიერი ვესტერნისა და მიუზიკლის რეჟისორია, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, ვფიქრობ, მაინც მისი შემოქმედების მწვერვალია. მან აჩვენა ის ჯიში, რომელიც გაწყვიტეს. ნაღები, სულიერი, ფიზიკური, წარმომადგენლობითი, სულ სხვა საქართველო რომ იქნებოდა ეს ხალხი რომ გადარჩენილიყო… უნიჭიერესი და ულამაზესი კაცი იყო. რასაც აკეთებდა, უხდებოდა თავის შემოქმედებას თავისი გარეგნობითა და შთამომავლობით – კოლიას და ნატას შვილი. გინდა, რომ სულ იყვნენ ასეთი ადამიანები და არ კვდებოდნენ.

გიორგი შენგელაია 17 თებერვალს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გახლდათ. 

ნათამაშები აქვს ფილმებში – „ჩვენი ეზო“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ოთარაანთ ქვრივი“…

მის ფილმოგრაფიაში სხვადასხვა ჟანრის დაუვიწყარი ფილმები ირიცხება. „ალავერდობა“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ფიროსმანი”, „მიდიოდა მატარებელი“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, „ხარება და გოგია“, „სიყვარული ვენახში“… ვესთერნი („მაციხვიტია“), მიუზიკლი („ვერის უბნის მელოდიები“), სათავგადასავლო („ხარება და გოგია“), კომედია… 

„ალავერდობა“ და „ფიროსმანი“  არა მხოლოდ ქართული კინოს მიღწევაა, არამედ მსოფლიო დონის ნამუშევარი – ტრისტან სარალიძე.

 “მისი წასვლა უაღრესად დიდი დანაკლისია ჩვენთვის.  ძალიან სამწუხაროა, რადგან მისგან დღევანდელ შემოქმედებს უნდა ესწავლათ. მას უნდა მოესწრო, რომ ბევრი გაეცა” – გოგა პიპინაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved