• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთები გვინდა რომ თავზე გვაჯდნენ, ვინც მეტად გვირტყამს ის მეტად გვიყვარს…” – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
02:00 04-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
614

დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია:

“რასაც აქედან ვაკვირდები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის მზად არ არის. ვეღარ დავასრულეთ ერთმანეთის სიძულვილისთვის მიზეზების ძებნა.. ვეღარ გავაძღეთ პოლიტიკოსები ძალაუფლებით და პრივილეგიებით.. მეტი უნდათ.. ვის დავაბრალოთ? ასეთებს ვირჩევთ, ასეთები გვინდა რომ თავზე გვაჯდნენ, ვინც მეტად გვირტყამს ის მეტად გვიყ არს.. მივეჩვიეთ ასეთ გაუსაძლის გარემოში ცხოვრებას..
ქოცობით და ნაცობით ჩვენს შვილებს ვუკარგავთ მომავალს, მაგრამ არაფრის გაგონება არ გვინდა, ისევ იმას ვარჩევთ, თუ ორ ცუდს შორის რომელი უფრო ცუდია..
ქართველი ერი ჰგავს ჩვილ ბავშვს, რომელიც სიარულის დაწყებას აგვიანებს..
ევროპაში ბევრმა არაფერი იცის საქართველოს არსებობის შესახებ, ზოგს რუსები ვგონივართ.. ხოლო ვინც იცის, ისიც მხოლოდ ნეგატიური ნიშნის ამბებს ისმენს საქართველოდან – პოლიტიკური ნიშნით დევნა, დაჭერები, ადამიანის უფლებების დარღვევები, გაუთავებელი აქციები, ხმაური, ზუზუნი, ყაყანი, ომი, რუსული დილემა და ოკუპაცია..
ევროპაში ჩასული ქართველების დიდი ნაწილი მაინცდამაინც საამაყოდ არ იქცევა..
მოკლედ, ცუდ კონტექსტში ვჩანვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაგმატულ ევროპელს იოლად ვერ დაარწმუნებ, თუ რატომ უნდა აიტკივოს თავი ჩვენს გამო..

თუ გვინდა საბოლოოდ რაღაც გვეშველოს და ადამიანის განვითარებისთვის და ცხოვრებისთვის კომფორტული სახელმწიფო შევქმნათ, რამდენიმე პირობის შესრულება აუცილებლად მოგვიწევს:
1.უპირველეს ყოვლისა უნდა დავმშვიდდეთ, ცივი გონებით გადავხედოთ იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც მორალურად გვფიტავს და გვანადგურებს, ახლიდან გავაანალიზოთ რეალობა.. ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთისთვის ბრძოლა და ერთიანი დიდი ოჯახის განცდით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, თუ ერთმანეთის ენა არ გვესმის, სხვას რა გავაგებინოთ?
2.ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ და ქვეყნისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად გამოვიყენოთ საქართველოს გეოპოლიტიკური, სატრანზიტო და სტრატეგიული მნიშვნელობა, მათ შორის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში. რამდენადაც საჭირო და შეუცვლელი ხარ, მით მეტად უღირთ შენთან თანამშრომლობა
3.რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ კაპიტალიზაციის პროცესი და უმოკლეს ხანებში ამოვიდეთ სიღარიბის ჭაობიდან.
4.და ბოლოს..
პოლიტიკური სისტემა იმგვარად უნდა ავაგოთ, რომ ის სრულიად გამორიცხავდეს გარკვეულ პირთა ან ჯგუფის პრივილეგირებას, არავის არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი იმ ზომის ძალაუფლებაზე, რომელსაც ხალხის ნება არ აღემატება. გამოსავალი არის მცირე მთავრობა და რეალური დეცენტრალიზაცია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუკი ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური თანამდებობა არის ისეთივე რიგითი სამსახური, როგორიც ნებისმიერი სხვა.
მინისტრი, პარლამენტარი, გენერალი, მოსამართლე, პრემიერი, უნდა სარგებლობდნენ ზუსტად იმდენივე უფლებებით, რამდენითაც ნებისმიერი მოქალაქე.

არაფერი რთული და მიუღწეველი ამ ყველაფერში არ არის..
ყველა სხვა მიზანი ამ ოთხი ამოცანის გადაჭრაზეა მიბმული.”

თეგები: ოთარ ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved