• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთ უხეშ დარღვევაზე არ უნდა დახუჭოს თვალი იუსტიციის საბჭომ” – ლევან გოგიჩაიშვილი ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

ალია ავტორი - ალია
20:40 01-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,674

გუშინ, 10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. საქართველოს სასამართლო სისტემაში დარღვევები არ არის ახალი ამბავი გინდ ამ და გინდ წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ თარჯიმნის გარეშე, ენის არმცოდნე პირი გაესამართლებიოთ, ეს მართლაც პირველი შემთხვევაა. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა. გამომდინარე იქედან, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილა ისე, რომ ენის არმცოდნე პირს, თარჯიმანი არ დაუნიშნა, გამომდინარე იქედან, რომ თარჯიმანზე არც პროკურატურას და შსს–ს უზრუნია, ყველა მტკიცებულება, კანონდარღვევით შედგენილი გამოდის. რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო, ეს მალე გამოჩნდება, თუმცა, ეს არ ცვლის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურის თუ შსს–ს მიერ კანონის, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

აღნიშნულ ფაქტზე, ალიას ესაუბრება ყოფილი პარლამენტარი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც მუდმივად იბრძოდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, იგი თანაავტორი იყო კანონპროექტისა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში უვადოდ გამწესება. 

ლევან გოგიჩაიშვილი:

ბრალდებულისთვის სასამართლო წარმოების ენაზე ბრალის წარდგენა, როდესაც ბრალდებული არ ფლობს სასამართლო წარმოების ენას, თარჯიმნის გარეშე, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ეს ავტომატურად იწვევს ბრალდების შეწყვეტას.

ამ შემთხვევაში, ის, რომ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა – არის ძალიან სერიოზული დარღვევა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასმართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას – ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება!

ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილების დროს, იმ ქვეყანაში სადაც იუსტიციის საბჭო თავის ადგილზეა და სადისციპლინო კომისია მუშაობს, ეს საკითხი გადაიხედებოდა და თუ ეს არ გახდებოდა საფუძველი მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, მიეცემოდა  ძალიან მკაცრი გაფრთხილება.

ეს არის სამწუხარო რელობა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაფრთხილებდით და საქმის კურსში ვაყენებდით საზოგადოებას, როდესაც ქართული ოცნება იფორმებდა სააკაშვილის მემკვიდრეობას. ეს მოსამართლეები არიან სააკაშვილის მემკვიდრეები, ადეიშვილის მოსამართლეები. სააკაშვილის დროს ისეთი უკანონო გადაწყვეტილებები გვხდებოდა, სადაც არსებითად ირღვეოდა ძირითადი საპროცესო მუხლები და მოსამართლეები იღებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილების მიღებასაც მათ სთხოვდა პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ზუსტად ის რეალობა დადგა, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით –  ფუნდამენტურად დარღვეულია საროცესო კანონმდებლობა, პრინციპები, განსაკუთრებით ბრალის წარდგენის საკითხში, როცა მოსამართლე ამას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ არანაირი სასამართლო დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, ეს ისეთი უხეში დარღვევაა, რომელზედაც, ძალიან რომ გინდოდეს, წესით, არ უნდა დახუჭოს თვალი არც იუსტიციის საბჭომ და არც სადისციპლინო კომისიამ.

სასამართლო სისტემაში ისევ ადეიშვილის მოსამართლეები არიან, პრინციპი არ შეცვლილა, პროკურატურას, როგორც ჩანს, ისევ აქვს გავლენა სასამართლოზე და ეს რეალობა ამიტომ მივიღეთ.

როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ივანიშვილმა გადმოიბარა სააკაშვილის სასამართლო, ამის ძალინ ცხადი დემონსტრირებაა ეს ქეისი.

სასამართლო თუ არ გახდა დამოუკიდებელი, ეს  გააჩენს უნდობლობას სასამართლოს მიმართ და ეს არ არის კარგი ამბავი, იმიტომ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანები სასამართლოს უნდა ენდობოდნენ, თავისუფალი სასამართლო, ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა არსებობდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. მიუხედავად არსებული რეალობისა, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ, ყველამ და მედიის ამოცანაც არის ის, რომ ეს საკითხი უნდა იქნას გარკვეული და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. 

სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე – “ალიას” ექსკლუზივი

თეგები: ლევან გოგიჩაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved