• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასაფეთქებელი მოწყობილობები თბილისში – რა იპოვა შსს–მ და სუსმა ეზოში გაჩერებულ მანქანაში?

ალია ავტორი - ალია
18:09 04-12-2024
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,212

“ალიას” ექსკლუზიური ინფორმაციით, გუშინ, 11 აპრილის გვიან საღამოს, თითქმის ღამის 12 საათისთვის, თბილისში, ბახტრიონის 13 ნომრის მიმდებარედ, კრიმინალური პოლიციის და სუსის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა, რომლის განმავლობაში, ისინი სახლებისკენ მიმავალ ადამიანებს აყოვნებდნენ და ეზოში არ უშვებდნენ, მიზეზის განმარტების გარეშე, თუმცა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან სახლების დაცლა – არ უცდიათ. 

როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, ჩხრეკდნენ ეზოს, მიმდებარე ქუჩებს, სკვერს. 

ასევე, ერთ მუქი ფერის სედანზე, რომელიც ეზოში ეყენა, ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას, კითხულობდნენ, ვის ეკუთვნოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ავტომანქანა ვერ ამოიცნეს, ფიქრობენ, რომ ავტომანქანა არც ეზოში მაცხოვრებელს და არც ეზოში მაცხოვრებელთა სტუმრებს ეკუთვნით. 

როგორც თვითმხილველები “ალიას” უყვებიან, ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა ხელყუმბარები (ეფ1), ასევე დეტონატორები, მანქანის სალონში კი – გადახვეული მავთულები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებლების დამზადება–გააქტიურებისათვის გამოიყენება. ავტომანქანა ჩხრეკის ჩემდეგ, ევაკუატორით გადაიტანეს. 

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ავტომანქანა ეზოში დაახლოებით 19–20 საათისთვის შენიშნეს, მანქანამ იმით მიიქცია ყურადღება, რომ ცუდად იყო დაყენებული, სხვა მანქანებს პარკირებაში ხელს უშლიდან და ამბობენ, რომ გაიფიქრეს კიდეც, ნეტავ, ვინ გააჩერა მანქანა ეზოში ასე ცუდად. კიდე ერთი თვითმხილველი გვიყვება, რომ დაინახა, ეს მანქანა როგორ გააჩერეს ეზოში და როგორ გადმოვიდა მანქანიდან 2 მამაკაცი, საშუალო ასაკის, მათ შორის, ერთი შეჭაღარავებული თმით. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ეზოში არაერთი კამერაა, წესით, ეს მონაცემი უკვე უკვე ჰქონდეს შსს–საც და სუსსაც. 

შსს და სუსი ადგილზე, მანქანის გაჩერებიდან 4–5 საათის შემდეგ მივიდა, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ოპერატიული მონაცემის საფუძველზე მოხდა ეზოს და მანქანის შემოწმება. 

არის თუ არა, თბილისი ტერორისტების სამიზნე? – იპოვეს თუ არა მანქანაში რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, გარდა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა, მაგალითად, მობილური ტელეფონები, ან რამე ტიპის ნახაზები, რომლითაც დადგინდება, მართლაც იგეგმებოდა თუ არა აფეთქება, ან სად იგეგმებოდა, ან როდის, ვინ არიან პირები, რომელთა მანქანაშიც იპოვეს ასაფთქებლები, ვინ დგას მათ უკან, ასაფეთქებელი მოწყობილობები, შემოიტანეს სხვა ქვეყნიდან, თუ საქართველოს ტერიტორიაზევე მოიპოვეს, ან დაამზადეს, ამოცნობილია, დაკავებულია, თუ არა ვინმე – ამ კითხვებს, წესით, საგამოძიებო უწყებებმა უნდა უპასუხონ.

უფრო მეტიც, ჩვენ კი არ უნდა გვპასუხობდნენ, წესით, პირველი განცხადება მათ უნდა გაევრცელებიათ. შეშინებული მოსახლეობა, რომელმაც ვერც ერთი უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ მოიძია, რათა მთელი ღამის უძილობისა და ნერვიულობის შემდეგ, მცირედით მაინც შესძლებოდა დამშვიდება, ამის შემდეგღა დაგვიკავშირდა. 

ალია დაუკავშირდა შსს–ს, იმ შემთხვევაში, თუ უწყება კომენტარს გააკეთებს, მასალა განახლდება. 

 

თეგები: ასაფეთქებელი მოწყობილობებისუსიტერორიზმიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved