• რეკლამა
  • კონტაქტი
05:58, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არველაძის შესაძლო კანდიდატობამ კალაძის შანსები გაზარდა და „ოცნებაში“ რიხიანად ვეღარ ამბობენ, კახა შეიძლება არჩილ თალავკაძით ჩავანაცვლოთო

ალია ავტორი - ალია
21:07 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

ანი დვალიშვილი, ალია

„ქართული ოცნება“ სრულად გადაერთო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამზადისზე. მაშინ, როცა ოპოზიცია იმას არკვევს, საერთო კანდიდატი ეყოლება თუ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, რეგიონებშიც შეთანხმდებიან თუ იქაც დამოუკიდებლად იბრძოლებენ, მმართველმა გუნდმა უკვე კომისიის მომავალი წევრების გადამზადება დაიწყო. ტრენინგები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მიმდინარეობს და კომისიებშიც სწორედ ამ დატრენინგებული ადამიანების ჩასმა იგეგმება. როგორც იცით, არჩევნებამდე შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო კომისიების შემადგენლობა უნდა შეიცვალოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მართლა ოპოზიციის სასარგებლოდ იქნება მორგებული. თანაც, დატრენინგებულ და სერთიფიცირებულ ადამიანებს პრივილეგია ექნებათ და როცა საქმე კომისიების „დამოუკიდებელ“ კანდიდატებზე მიდგება, ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ ახსნის, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სხვას და დაიწუნოს სერთიფიცირებული. სავარაუდოდ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ კოდექსის შეცვლის შემდეგ, ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც მათ სურთ, თუმცა ქართული წესი, ქოთანს საიდანაც გსურს, იქედან რომ აბამ ყურს, დავიწყებული აქვთ. რაც მთავარია, „ოცნების“ ყველა წევრმა იცის – სწორება 43%-ზე უნდა გაკეთდეს და ეს იმ პირობებში, როცა საერთო სურათის მაჩვენებელი თბილისი ვეღარ იქნება. დედაქალაქი საჯილდაო ქვად არის ქცეული და მეორე ტური რომ გარდაუვალია, უკვე კანდიდატების ოფიციალურ დასახელებამდეც კი ცხადია.

წეღან თბილისი ვახსენეთ და აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ გიორგი გახარია, რომელიც ახალ პარტიას წესით მიმდინარე თვის ბოლოს წარადგენს, კანდიდატად არჩილ არველაძეს დაასახელებს. გარდა იმისა, რომ არველაძე ძირძველი თბილისელია, ის და მისი ტყუპისცალი მოსახლეობაში აშკარად პოზიტივს იწვევენ და მისი დასახელება სერიოზული დარტყმა, პირველ რიგში, სწორედ კალაძესთვის იქნება. გარდა იმისა, რომ გახარია „ოცნების“ აქტივს წაიყვანს, არველაძის კანდიდატურა საფეხბურთო წრეებიდან უშუალოდ კალაძეს ბევრ მხარდამჭერს წაართმევს. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს – არველაძის შესაძლო კანდიდატობამ კალაძის შანსები გაზარდა და ახლა „ოცნებაში“ რიხიანად ვეღარ ამბობენ, კახა შეიძლება არჩილ თალავკაძით ჩავანაცვლოთო, რადგან პარლამენტის აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, სეხნია ფეხბურთელთან ჭიდაობა ორმაგად გაუჭირდება. ამ ეტაპზე შოთა არველაძე კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და ამ თემაზე კარგად ერთობა:

„სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება. იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ“…

რაც არ უნდა ქნას ოპოზიციამ, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტოც რომ დატოვოს, მერობის კანდიდატად ნაცები ყველა ვარიანტში ნიკა მელიას დაასახელებს და ეს კანდიდატი თბილისში მინიმუმ ყველა ოპოზიციონერს დაამარცხებს. ამიტომ ვამბობთ, რომ მეორე ტური დედაქალაქში გარდაუვალია და თან 40%-თან მიახლოებაც ძნელი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანუკვარი 43% „ოცნებამ“ სწორედ რეგიონების ხარჯზე უნდა აიღოს.

ახლა კი ყველაზე საინტერესო. მმართველი პარტიის დეპუტატი, პოლიტ-საბჭოს წევრი და ამავდროულად რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რეგიონის აქტივთან შეხვედრებს აპირებდა, მაგრამ უარი უთხრეს. უფრო ზუსტად, მას უთხრეს, რომ აქტივს რეგიონალური კოორდინატორები შეხვედროდნენ და არა თავად სამხარაძე, ხოლო კოორდინატორებს პარტიისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია. საქმე ის გახლავთ, რომ წინა არჩევნებზე, კანდიდატთა დასახელების დროს, ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა სწორედ სამხარაძემ თქვა, რომელსაც ზურგს ნათელმირონი, სოსო გოგაშვილი უმაგრებდა.

ახლა სამხარაძეს ეს ზურგი აღარ ჰყავს და როგორც კულუარებში ამბობენ, ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, სად ურჩევნია – კალაძის გუნდში, ღარიბაშვილის თუ კობახიძის. ამიტომ, მის მიმართ ნდობა შემცირდა და შესაძლოა, ზედ არჩევნების წინ პარტიული თანამდებობა არ ჩამოართვან, მაგრამ გადამწყვეტ როლს აშკარად ვეღარ ითამაშებს. ეს ფაქტი კი საინტერესო და გამორჩეული იმით გახლავთ, რომ რეგიონებში აქტივის უდიდესი ნაწილი სწორედ სამხარაძეზეა მიბმული და ისინიც დაბნეული არიან – აღარ იციან, ვის მიაწოდონ ინფორმაცია, ვის ენდონ, ვის გაყვნენ…

თეგები: აჩი არველაძეკახა კალაძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved