აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ჟურნალისტის კითხვას ახალ სანქციებზე, სადაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მოხვდა, პასუხობს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა,, იქონიებს თუ არა გავლენას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე.
მეთიუ მილერი:
მე არ მინდა, რომ ამ დასკვნაზე გადავიდე. მე მინდა ვთქვა, რომ დღეს 150-ზე მეტი სუბიექტი და ინდივიდი დავასანქცირეთ და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ რომელიმე სანქციაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო. სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა ინფორმაცია ამ სანქციებთან დაკავშირებით. მე ვერ ვისაუბრებ ვერცერთ მათგანზე ცალკე.
არ მგონია, რომ ასე იყოს, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და სოლიდარობას ვუცხადებდით საქართველოს მოსახლეობასა და მათ სურვილს, იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო ვერსიაზე, როგორც სრულიად ინტეგრირებული წევრი ევროატლანტიკური ოჯახის და არცერთი ინდივიდუალური სანქცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ არ შეცვლის ჩვენს ამ ხედვას”.
კომენტარები